„ადრე ისეთი მეზობლობა გვქონდა…“ – თუკი ეს ფრაზა ახლობლებისგან ერთხელ მაინც გსმენიათ, „არქის“ ეს ვიდეორგოლი აჩვენეთ, სადაც ძაღლის დაკარგვამ მთელი სამეზობლო გააერთიანა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად განსხვავდებიან გვერდიგვერდ მცხოვრები ადამიანები, ისინი ხშირად ერთ ოჯახად მიიჩნევენ თავს. ამაში დაგარწმუნებთ ამბავი არჩიზე, ძაღლზე, რომელიც „არქის“ პროექტში ცხოვრობს. ერთ დღესაც, ის იკარგება, ძებნაში კი ერთ გუნდად მთელი სამეზობლო ერთვება და ყველა ისე იღებს მონაწილეობას, როგორც შეუძლია. თუკი თქვენც გიყვართ ბედნიერი დასასრული, აუცილებლად ნახეთ ვიდეორგოლი, რომელიც „არქისა“ და JWT Metro-ს თანამშრომლობით შეიქმნა.
ელენე ბარათაშვილი, „არქი“: „არქი“ ერთი დიდი ოჯახია, რომელიც დღესდღეობით, 25,000-ზე მეტ არქელს აერთიანებს. თითოეულ მობინადრესთან უშუალო კომუნიკაცია გვაქვს. იმისთვის, რომ არქელებმა ერთმანეთი გაიცნონ და თავი ერთი დიდი ოჯახის წევრებად იგრძნონ, სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებას ვატარებთ. ვიდეორგოლამდე ცოტა ხნით ადრე საზეიმო ღონისძიებების მოწყობა დავიწყეთ, სადაც ასობით არქელი იკრიბება, უკეთ იცნობს ერთმანეთს და დროს სასიამოვნოდ ატარებს.
ვიდეორგოლი სწორედ ჩვენი ერთი დიდი ოჯახის, ამ ოჯახური ურთიერთობების შთაგონებით შეიქმნა.“
M: რა იყო შემოქმედებითი სააგენტო JWT Metro-ს დავალება?
ლევან თითბერიძე, „არქი“: „სააგენტოს მთავარი ამოცანა იყო, წინა პლანზე წამოეწიათ „არქის“ დიდ ოჯახში არსებული ურთიერთობები. გვსურდა, ვიდეორგოლში ემოციური ამბავი ყოფილიყო ნაამბობი, რომელიც აჩვენებდა, თუ როგორ ერთიანდება „არქის“ დიდი ოჯახი და რამხელა ძალა აქვს ამ ერთიანობას.
ვიდეორგოლის სიუჟეტი, ისევე, როგორც „არქის“ რეალური სამეზობლო, აერთიანებს სხვადასხვა ცხოვრების სტილის, ინტერესისა და ასაკის ადამიანებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ერთი საკითხის გარშემო ერთიანდებიან.“
M: როგორ მიხვედით არჩის ისტორიამდე და რა იყო ვიდეორგოლის მთავარი სათქმელი?
ალექსანდრე გოგოლაძე, JWT Metro: „რგოლის მიზანი იყო გვეჩვენებინა, როგორ ერთიანდება „არქის“ სამეზობლო, როგორი ღირებული ურთიერთობები აქვთ. მთავარი სათქმელი არის, რომ „არქი“ ერთ დიდ ოჯახად აერთიანებს სხვადასხვა უნარის ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ერთი საკითხის გარშემო გაერთიანდნენ და ერთმანეთის დახმარებით სამეზობლოები კიდევ უფრო უკეთეს ადგილად აქციონ.
არჩის ამბავზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო, რადგან მოკლე ვიდეოში უნდა გვეჩვენებინა დიდი სიუჟეტი და ემოციურად გადმოგვეცა. ვიდეოს გამოხმაურებებით ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი კარგად გამოგვივიდა. ის ემოციები, რასაც ეს ვიდეო ადამიანებში იწვევს, სწორედ ის გახლავთ, რისი მიღწევაც გვინდოდა.“
ელენე ბარათაშვილი, „არქი“: „თავად ვიდეორგოლის მთავარი გმირი არჩი რეალურად ჩვენი დიდი ოჯახის წევრია და „არქის“ ოფისში მოსულ სტუმრებს მეგობრულად ხვდება. ვიდეორგოლზე მუშაობისას ვიფიქრეთ, რა იქნებოდა, რომელიმე არქელის ძაღლი რომ დაკარგულიყო, როგორ გაერთიანდებოდა მთელი სამეზობლო მის მოსაძებნად.
ეს ვიდეორგოლი იმ სხვადასხვა აქტივობის ნაწილია, რასაც რეგულარულად ვატარებთ ხოლმე იმისთვის, რომ არქელები ერთ დიდ ოჯახად გავაერთიანოთ. „არქის“ მხოლოდ რომელიმე კონკრეტული კომპლექსის სამეზობლო კი არ არის ერთიანი, არამედ ყველა პროექტის მაცხოვრებელი ჩვენი ერთი დიდი ოჯახის წევრია. ამ ვიდეორგოლით ჩვენი დიდი ოჯახის ერთი ამბავი მოვყევით და გვიხარია, რომ ასეთი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.“