16
Feb
2018

„არქი ჯგუფმა“ ენერგოეფექტური მშენებლობისთვის EBRD-ისგან $50 000 მიიღო

16 Feb 2018

„არქი ჯგუფს“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ენერგოეფექტური მშენებლობისთვის, სპეციალური გრანტის სახით, $50 000 გადასცა. როგორც სამშენებლო კომპანიაში ამბობენ, აღნიშნული თანხა EBRD-ის „კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამის“ ფარგლებში მიიღეს. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ევროპული სამშენებლო სტანდარტების დანერგვას.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

„ექსპერტები „არქი თაუერს“ ერთი წლის განმავლობაში ამოწმებდნენ: საერთაშორისო აუდიტი ჩაუტარდა სამშენებლო მასალებს, კარ-ფანჯარას და შენობის თბოიზოლაციას. შემოწმებისას დადგინდა თბოგამტარობის კოეფიციენტი, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. ასევე, გაიზომა შენობის აღჭურვილობის ენერგოეფექტურობა. „არქი ჯგუფის“ მშენებლობა ენერგოეფექტურად იქნა მიჩნეული და კომპანიას $50 000 გადაეცა. მოხარულები ვართ, რომ „არქი ჯგუფის“ მშენებლობის ხარისხი და ენერგოეფექტურობა საერთაშორისო ექსპერტებმა აღიარეს. ყველა ჩვენი კომპლექსი თანამედროვე ტექნოლოგიით შენდება. სამშენებლოდ YTONG-ის ბლოკს ვიყენებთ, რომელიც, ენერგოეფექტურობასთან ერთად, ცეცხლგამძლეა და, გერმანული ტექნოლოგიით, ევროკავშირში იწარმოება,“ – აცხადებენ „არქი ჯგუფში“.

[R]

განხილვა