in

„არქი ჯგუფისა“ და ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბის ერთობლივი პროექტი იწყება

„არქი ჯგუფი“ და ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი საქართველოში უფასო სწავლების კურსს იწყებენ. ეს გრძელვადიანი პროექტის პირველი ეტაპია, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების გადამზადებასა და  მათ დასაქმებას გულისხმობს. ცენტრი, საქართველო – ისრაელის თანამშრომლობის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიხსნება.

BOG
BOG

 

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=L6pwb6yyLEE[/embedyt]

 

„პროექტი ისრაელის მხარისა და „არქი ჯგუფის“  სრული დაფინანსებით ხორციელდება და ამისთვის განვითარების სოლიდური ფონდი გამოიყოფა. პროცესში ისრაელის საუკეთესო სპეციალისტები არიან ჩართულები. პლატფორმა  საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების 6 თვიან ინტენსიურ გადამზადებას და მათ შემდგომ დასაქმებას უზრუნველყოფს.  500 საათიანი კურსი სტარტს 2018 წლის აპრილში აიღებს. პროექტის პირველ ეტაპზე შერჩეული იქნება 30 აპლიკანტი, რომელთა გადამზადებისთვის გამოიყოფა 100%-იანი გრანტი“.

მონაწილეობის მსურველებმა, აპლიკაციები  ტექნოლოგიურ ჰაბის ვებგვერდზე უნდა გააგზავნონ.  როგორც პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, პრიორიტეტი მიენიჭება მოტივაციას, გამოცდილებას, მათემატიკური და ლოგიკური აზროვნების უნარებს. მათივე თქმით, აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნაც.

„არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი და საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში მენი ბენიში.

 

„არქი ჯგუფის დამფუძნებელი და საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში მენი ბენიში აცხადებს, რომ მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება. მისი თქმით,  ისრაელის გამოცდილება და ცოდნა ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, აღსანიშნავია სრული დაფინანსება, რომელსაც  „არქი ჯგუფის“ დამფუძნებლები ილია წულაია და მენი ბენიში უზრუნველყოფენ 30-ვე სტუდენტისთვის.

კურსის დასასრულს, პროექტის ყველა მონაწილე  საერთაშორისო პროექტებში დასაქმდება, რასაც კურსის ორგანიზატორები უზრუნველყოფენ.

 

[R]

 

გარდაისახე ქომაგად! Facebook-ის AR ფილტრი, რომელიც სააგენტო Redberry-მ შექმნა

Spy Recipe-ის #შეცდომები: „მჯეროდა, დიდი ბიზნესები ხელს შემიწყობდნენ“