რამდენიმე კვირის წინ, ქართულ სარეკლამო სივრცეში, “არქის” ვიდეორგოლები გამოჩნდა. ვიდეორგოლების სერია ზაზა ფაჩულიასა და ლაშა ტალახაძის მონაწილეობით, “არქის” მშენებლობის ხარისხის უპირატესობებზე: ხმის იზოლაციაზე, სიმყარეზე, თბოგამტარობასა და კომფორტულ გარემოზე ცნობადობის ამაღლებას ისახავდა მიზნად. კამპანია, რომელზეც სააგენტო MetroGraph Studio–მ იმუშავა, ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მაყურებელს ყოველკვირეულად, ახალი ნახევარწუთიანი ვიდეორგოლით ახსენებდა თავს. დეტალებზე “არქის” მარკეტინგის მენეჯერს, ელენე ბარათაშვილს, ვესაუბრეთ.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/archi.ge/videos/479603455854708/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
M: რა მთავარ გზავნილს მოიცავდა კამპანია?
კამპანიის მთავარი იდეა იყო, რომ “არქელების”, ლაშა ტალახაძისა და ზაზა ფაჩულიას დახმარებით, ყურადღება გაგვემახვილებინა “არქის” მშენებლობის ხარისხის ძირითად უპირატესობებზე: ხმის იზოლაცია, სიმყარე, თბოგამტარობა და კომფორტული გარემო.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/archi.ge/videos/610171689385517/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
M: ვის მოიაზრებდით კამპანიის სამიზნე აუდიტორიად?
ერთი მხრივ, აუდიტორია რომელიც აქტიურად ეძებს ბინას და რა თქმა უნდა, დიდ ყურადღებას აქცევს მშენებლობის ხარისხს. მეორე მხრივ, კამპანიას აქვს საიმიჯო დანიშნულება – ცნობილი სახეები, რომლებიც “არქელები” არიან და ენდობიან არქის და გადაწყვიტეს, რომ სწორედ არქის პროექტებში იცხოვრონ. გვინდა, რომ ბინის ან სამშენებლო კომპანიის ხსენების შემთხვევაში, ადამიანს პირველი “არქი” გაახსენდეს. ასევე, ისეთი წარმატებული სპორტსმენები, როგორებიც ზაზა ფაჩულია და ლაშა ტალახაძე არიან, “არქისთან” იყოს ასოცირებული.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/archi.ge/videos/270350697020603/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
M: როგორი იყო თქვენი მოლოდინი კამპანიის მიმართ?
ჩვენი მოლოდინი აღნიშნულ კამპანიაზე იყო არქის ხარისხის ცნობადობის გაზრდა მომხმარებლებში, რომ მომხმარებელმა იცოდეს არქი არის ხარისხი რომელსაც მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ადამიანებიც ენდობიან და ირჩევენ.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/archi.ge/videos/1844022525678813/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
M: რამდენად შესაძლებელია, რომ ამ დროისთვის, კამპანიიდან მიღებულ შედეგებზე ვისაუბროთ?
ჩვენი, არსებული და ახალი არქელები კამპანიას დადებითი ემოციით გამოეხმაურნენ. იმ ფაქტმა, რომ ზაზამ და ლაშამ აირჩიეს და ენდობიან არქის, ძალიან პოზიტიური განწყობა შექმნა ყველა არქელისთვის. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ კამპანია გარკვეულწილად გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა მობინადრეებს.
Credits:
Head of the Project: Gigi Kvantaliani
Executive Producer: Avtandil Gasviani
Producer: David Elizarashvili
Production Manager: Tami Morchiladze
Post-Production: Irakli Gabunia
Director: Giorgi Okmelashvili
Dop: Sandro Darakhvelidze
Production Design: Dato Chkhoidze
Costume Stylist: Ika Bobokhidze
Make-Up: Nunuka Khizanishvili
Set Decorator: Jimsher Berdzenishvili
Decorators: კინო ფაბრიკის სახელოსნო
Post Production: Metrograph
CG Artists: David Areshidze, Irakli Kurashvili, Irakli Nijaradze
Audio Post Production: Online Audio
Composer: Ana Kasrashvili
Sound Designer & Mixer: Ilia Jgharkava
Color Correction: Vigen Vartanov
[R]












