დეველოპერულმა კომპანიამ „არქი“ ახალი კამპანია დაიწყო, რომლის მთავარი პერსონაჟები NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე არიან.
[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=PgE6uf3gVN4[/embedyt]
„#არქელები, ზაზა და ლაშა არა საკუთარ თავს, არამედ საკმაოდ განსხვავებულ და საინტერესო პერსონაჟებს ასახიერებენ. ისინი ერთი კედლით გამიჯნული მეზობლები არიან, რომლებიც ძალას არ იშურებენ, რომ ერთმანეთს მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან“.
მაყურებელი, ჯამში, 4 ვიდეო რგოლის იხილავს.
„კამპანიის მიზანია, ხაზი გაუსვას „არქის“ მშენებლობის ხარისხის მახასიათებლებს. შესაბამისად, თითოეული რგოლი ჩვენი ბინების კონკრეტულ უპირატესობას წარმოაჩენს“, – ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.
[R]