საქართველოში ლიდერ დეველოპერულ კომპანია „არქის“ თბილისის ყველა უბანში, ბათუმსა და ბაკურიანში 49 წარმატებით დასრულებული პროექტი აქვს. ამ ეტაპზე კი თბილისის სხვადასხვა უბანში 22 პროექტს აშენებს. არქი მოსახლეობაში ნდობას იმსახურებს, ამაზე მეტყველებს 20 აპრილს „დიდი ფასდაკლების დღეზე“ მხოლოდ ერთ დღეში გაყიდული 150 ბინაც. თითოეული ახალი პროექტი საზოგადოებაში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს — სწორედ ამიტომ, მოგიყვებით არქის მიმდინარე, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ საცხოვრებელ კომპლექსზე.
კომპლექსის საზოგადოებისთვის წარდგენა
25 მარტს არქიმ ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსი „არქი რივერთაუნის“ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე დამსწრეები კომპლექსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებიც მიიღეს. პრეზენტაციას არქის პარტნიორები, სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ არქის დამფუძნებლები ილია წულაია, ზაზა ფაჩულია და მენი ბენიში, გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი და თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძე.
„დიდი ხანია არქის პარტნიორები ვართ და ნათლად ვხედავთ, რომ არქი ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული პროექტებით. დიდი სიხარულით ვუჭერთ მხარს არქი რივერთაუნის მშენებლობას, რადგან ამ პროექტში მეტი აქცენტია გაკეთებული ჯანსაღი ცხოვრების სტილზე“, — თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი თხელიძე.
ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსის შესახებ
არქი რივერთაუნი პრესტიჟულ უბან დიღომი 8-სთან, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლის“ მიმდებარედ შენდება, სადაც გამორჩეულ და მრავალფუნქციურ გარემოს შექმნის. კომპლექსი 5 დაბალსართულიან საცხოვრებელ სახლს და მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას აერთიანებს: 5000 კვ.მ. კეთილმოწყობილი ეზო, ღია საცურაო აუზი და სპა ცენტრი, სპორტული დარბაზი და მოედანი, ლაუნჯი და დასასვენებელი ზონები. საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია მასშტაბური კომერციული სივრცე, სადაც კაფეები, სუპერმარკეტები და მაცხოვრებლებისთვის საჭირო სავაჭრო ობიექტები განთავსდება.
„საცხოვრებელი კომპლექსი არქი რივერთაუნი გამორჩეულად მაღალი ხარისხის, ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი იქნება. გადავწყვიტეთ, დაბალი განაშენიანება გაგვეკეთებინა. გარდა იმისა, რომ კომპლექსს თავისი დიდი გამწვანებული სივრცე ექნება, სპეციალურად ეკოლოგიურად სუფთა ადგილი შევარჩიეთ, სადაც სრულყოფილი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რათა არქელებს კიდევ უფრო მეტი კომფორტი შევუქმნათ“, — არქის დამფუძნებელი, ილია წულაია.
მრავალფუნქციური კომპლექსი არქი რივერთაუნი თანამედროვე ადამიანის საჭიროებებზეა მორგებული,მისი საცხოვრებელი სახლები გამოირჩევა ექსტერიერით და ევროპული სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალებით შენდება.
„ჩვენი მთავარი პრიორიტეტია არქის დიდი ოჯახის წევრებზე ზრუნვა. ამიტომ გადავწყვიტეთ, აგვეშენებინა ელიტარული კომპლექსი, სადაც არქელები უბრალოდ კი არ იცხოვრებენ, არამედ დროს სასიამოვნოდ გაატარებენ, დაისვენებენ, კიდევ უფრო უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს და ერთად მნიშვნელოვან მოგონებებს დააგროვებენ“, — არქის გენერალური დირექტორი, შიო ხეცურიანი.
გამოყენებული სამშენებლო მასალები და ბინები
არქი ყველა პროექტში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებს იყენებს. არქი რივერთაუნი ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა გერმანული სამშენებლო ბლოკით, YTONG-ით, შენდება. იტონგის ბლოკი ინარჩუნებს ტემპერატურას და ყველა სეზონზე 40%-ით ზოგავს ენერგიას, რაც საგრძნობლად ამცირებს კომუნალურ ხარჯებს. არქი რივერთაუნის ფასადი მოპირკეთდება FunderMax-ის მასალით. მშენებლობაში ასევე გამოიყენება Heidelbergcement-ის ბეტონი, დაბალემისიური მინები და Caparol-ის მოსაპირკეთებელი მასალა.
ელიტარულ კომპლექს არქი რივერთაუნში ბინის მინიმალური ფართი 61.4 მ2-ია. ბინები ბარდება პრემიუმ კარკასით, რაც მოიცავს ევროპული მეტალპლასტმასის კარ-ფანჯარას, მოჭიმულ იატაკს, იზოთაბაშირით გალესილ კედლებს, დამონტაჟებულ გათბობის მილებს, ბინამდე მიყვანილ ცენტრალურ დგარებს, აივანზე დაგებულ კერამოგრანიტის ფილებს, ელექტრობის გამართულ ქსელსა და შესასვლელ რკინის კარს. არქი რივერთაუნში ბინის შეძენა მომხმარებელს მათზე მორგებული, გადახდის საუკეთესო პირობებით შეუძლიათ.
[R]