„არქი“ ახალი ინიციატივით გამოდის – მისი მოგების, დაახლოებით, 5% ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ქველმოქმედებაში დაიხარჯება. ინფორმაცია, სიახლის შესახებ, საზოგადოებას თავად კომპანიის წარმომადგენლებმა და ზაზა ფაჩულიამ მიაწოდეს.
„კომპანიის მოგების 5%-მდე რესურსი ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ქველმოქმედებას მოხმარდება. სწორედ ეს არის „არქისა“ და ზაზა ფაჩულიას პარტნიორობის სრულიად ახალი, განსხვავებული კონცეფცია“.
კომპანიამ, ასევე, წარადგინა ახალი ბრენდინგი, რომლის მიხედვითაც „არქის“ მთავარ მიმართულებად ზრუნვა დაასახელეს.
„ეს იქნება ზრუნვა „არქელებზე“, გარემოსა და საზოგადოებაზე. ახალი კამპანიის #არქელებიზრუნავენ ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი.
ამ კამპანიის ფარგლებში, „არქიმ“ ბერი ანდრიას ფონდს, „ბედნიერების სახლის“ მშენებლობისთვის, მორიგი 5000 ლარიანი დახმარება გადასცა.
„კომპანიას მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს „ბერი ანდრიას ფონდთან“. ჩვენთვის დიდი პატივია, იმ კეთილ საქმეში წვლილის შეტანა, რომელსაც ფონდი ახორციელებს. გვინდა, ყველას მოვუწოდოთ, შემოგვიერთდნენ, რომ ერთად ავაშენოთ „ბედნიერების სახლი“, “ – აცხადებენ „არქის“ წარმომადგენლები.
რაც შეეხება კომპანიის ახალ ბრენდინგს, მასზე ბრიტანელმა სპეციალისტმა ტობიას ჰაინცმა და კომპანიამ „Co Consultancy“ იმუშავეს.
„ჩვენი კომპანიის მთავარი ფილოსოფია ყოველთვის იყო მომხმარებლებზე ზრუნვა. ამიტომ, როდესაც „არქის“ ბრენდის ცვლილებაზე დავიწყეთ მუშაობა, მისი იდენტობის ცენტრში მოვაქციეთ მომხმარებელზე ორიენტაცია. სწორედ ამ მთავარ ღირებულებაზე იქნება აგებული ჩვენი სტრატეგია და თითოეული ქმედება“, – აცხადებენ კომპანიაში.
როგორც „არქის“ წარმომადგენლები ამბობენ, კომპანიის მიზანია, მათ თითოეულ მომხმარებელს შეუცვლელი სახლი ჰქონდეს.
„ბინის შეძენა ყველა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. „არქისა“ და ზაზა ფაჩულიას ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, ვნახეთ, რომ ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ყოველთვის არსებობს ის, რაც თითოეულისთვის შეუცვლელია. ჩვენი მიზანია, სწორედ ასეთი შეუცვლელი სახლი შევთავაზოთ თითოეულ „არქელს“. შესაბამისად, სახეშეცვლილი ბრენდის მთავარი მესიჯი იქნება „არქი – ჩემი შეუცვლელი სახლი, “ – ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.
[R]