in

არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ქართული კინომუსიკის შედევრების კონცერტი გამართა

ლიდერი დეველოპერული კომპანია „არქი” კვლავ აგრძელებს თავისი დიდი ოჯახის წევრებზე ზრუნვას და ამ ზრუნვის გამოსახატად სპეციალურად არქელებისთვის კიდევ ერთი გამორჩეული ღონისძიება გამართა.

მხოლოდ არქელებისთვის 17 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართული კინომუსიკის შედევრები აჟღერდა. დაუვიწყარი ჰანგები ნიკოლოზ რაჭველმა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შეასრულა. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ: ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნინო ქათამაძე, ეკა მამალაძე და სხვა ქართველი ვარსკვლავები.

„ჩვენ ხშირად აღვნიშნავთ, რომ არქისთან ურთიერთობა არ მთავრდება ბინის ჩაბარებით, პირიქით – ამ დროს იწყება. არქის გუნდის თითოეული წევრი ყოველდღიურად ზრუნავს იმაზე, რომ არქელებმა ბედნიერად იცხოვრონ და თავი მართლაც დიდი ოჯახის წევრებად იგრძნონ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არქელებზე ზრუნვაა, რომელთა რიცხვიც 35 000-ს აჭარბებს. ეს და აქამდე გამართული ღონისძებები კი ჯერ მხოლოდ დასაწყისია, ჩვენს ძვირფას არქელებს კიდევ არაერთ სიურპრიზს ვპირდებით”, – არქის დამფუძნებელი ილია წულაია.

კონცერტს სხვადასხვა კომპლექსში მცხოვრები 2500-ამდე არქელი დაესწრო. არქელებმა ერთად მოუსმინეს მათთვის საყვარელ, ნოსტალგიურ ჰანგებს. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა, დასასრულს ოვაციები არ წყდებოდა. არქის დიდი ოჯახის წევრებმა კონცერტი სადღესასწაულო განწყობით დატოვეს და ერთად უამრავი სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.

 
ეს კონცერტი არქის დიდი ოჯახის წევრებისთვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად გავმართეთ, რაც ვფიქრობ, ნამდვილად გამოგვივიდა. კონცერტის შემდეგ არქელები შთაბეჭდილებებს გვიზიარებდნენ, ძალიან კმაყოფილები იყვნენ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე არაერთი ღონისძიება გავმართეთ, მუდმივად ვზრუნავთ, რომ არქელებს განსაკუთრებული განწყობა შევუქმნათ და ამ ზრუნვის ფარგლებში არქის დიდი ოჯახის წევრების გახარებას კვლავაც გავაგრძელებთ“, – აცხადებს არქის მარკეტინგის ხელმძღვანელი ელენე ბარათაშვილი.

არქი ყოველთვის გამორჩეულად ზრუნავს თავის მცხოვრებლებზე. ამის დასტურია ის ღონისძიებები, რომლებიც კომპანიამ სპეციალურად არქელებისთვის უკვე გამართა: „ჯიფსი არქელებისთვის“ სპორტის სასახლეში, ლეგენდარული მიუზიკლი „ჩიკაგო“ მულტიფუნქციურ სივრცე „თეატრში“, ლელა წურწუმიას და ბენდის კონცერტი კლუბ „ანდერვილში“, სუხიშვილების კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, დათო გომართელი და შვიდკაცა მცხეთაში. არქიში აცხადებენ, რომ არქელებისთვის ღონისძიებების გამართვა მათთვის უკვე ტრადიციაა. კომპანია მცხოვრებლებს არაერთ სიურპრიზს და ჯადოსნურ მომენტს ჰპირდება.

[პარტნიორის კონტენტი]

ხელოვნური ინტელექტი ყველასთვის — Lenovo-მ ახალი კომპლექსური ხედვა წარმოადგინა

„ნაბახუსევი მდგომარეობა“ Burger King-ის კამპანიად იქცა