in

როგორ იქცა საკულტო შენობები ჩიტის სახლებად?

ხელოვნების სხვა დარგებისგან არქიტექტურას ის გამოარჩევს, რომ მას ვერაფრით ავუვლით გვერდს — თუ ფერწერული ტილოების სანახავად გალერეას, მუზეუმს ან რაიმე სხვა სივრცეს უნდა ვეწვიოთ, არქიტექტურა პირდაპირ ზედაპირზეა… ლამაზი შენობები კი დადებითად მოქმედებს ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე, ხელს უწყობს საზოგადოების კულტურული იდენტობის განსაზღვრას და ზოგჯერ ქალაქის საკულტო სიმბოლოებადაც იქცევა. უბრალოდ, ხანდახან ისე ვეჩვევით მათ ყოველდღიურობაში არსებობას, რომ თვალი რაღაც განსაკუთრებულად ვეღარ აღიქვამს — შესაბამისად, უხილავ ობიექტებად იქცევიან.

BOG
BOG

სწორედ ამიტომ, მხატვარმა და არქიტექტორმა ჯეისონ სარჯენტმა The Architect’s Birdhouses პროექტი შეიმუშავა. ეს უკანასკნელი საკულტო შენობების მცირე ზომის ალტერნატივებს აერთიანებს — თითოეული მათგანი კი ჩიტების სახლად მოიაზრება. „იდეა და მოტივაცია გარშემო არსებული კონტრასტიდან წამოვიდა… თავდაპირველად ჩიტების ძველ, მახინჯ სახლებს ვყიდულობდი და შემდეგ მათ განახლებაზე ვზრუნავდი. შემდეგ კი გადავწყვიტე, ხელოვნების ნიმუშებად ქცეული არქიტექტურული ნაგებობის სახე მიმეცა — თითქოს, ასე დიდი შემოქმედების ნაწილი ვხდებოდი“.

რამდენად გახდება WhatsApp Channels ჩვენთვის საყვარელი სოციალური არხი?

ყველაფერი ზუსტად მაშინ გამოდის, როცა მზად ხარ — ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის 2023 წლის გამარჯვებული