in

ნახეთ: მე-20 საუკუნის ამსახველი უნიკალური კადრები მსოფლიოდან

1908 წელს ფრანგი ბანკირი ალბერტ კანი გაემგზავრა მისიით, გადაეღო კაცობრიობა დედამიწის შორეულ კუთხეებში. მან 12 ფოტოგრაფი დაიქირავა, რათა ცხოვრებისეული კადრები აესახათ ყველგან, ცოცხალი და ბუნებრივი მომენტებით. სამწუხაროდ, ეს საარქივო პროექტი 1931 წელს დასრულდა, მაშინ, როცა ალბერტი გაკოტრდა.

მიუხედავად მცირეხნიანი არსებობისა, ეს ამბიციური მიღწევა იყო — ფოტოგრაფებმა სხვადასხვა ხალხის და კულტურული მემკვიდრეობის 72 000-ზე მეტი ფოტო გადაიღეს… მათ შორისაა ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიცაა პირველი მსოფლიო ომი. აღნიშნული არქივი ამჟამად ალბერტ კანის მუზეუმში ინახება და არსებული მასალიდან 69 000 მაღალი გარჩევადობის ფოტოს ჩამოტვირთვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. უბრალოდ, 25 000 საჯარო დომენშია და ყველას შეუძლია ლიცენზიის გარეშე გამოყენება, ხოლო დანარჩენის შემთხვევაში გამოყენების სხვადასხვა მითითებაა გასათვალისწინებელი.

ცხადია, ამ ძვირფასი ფოტოების დიგიტალიზაცია აფართოებს კანის სურვილს, წარმოაჩინოს მთელი მსოფლიოს კულტურა და ცხოვრების წესი. პლანეტის არქივებმა, როგორც სახელწოდება გვთავაზობს, მომავალ თაობებს უნდა მისცეს საშუალება, შეისწავლონ „ევოლუცია, უშუალოდ ფოტოებში მოცემული გაკვეთილებიდან“.

ამასთან, მართალია, ფოტოები ადრეც იდო ვებგვერდზე, მაგრამ ისინი უხარისხო და ძნელად გასარჩევი იყო.

A/B ტესტირების 15 საუკეთესო ინსტრუმენტი, რომლებიც 2023 წელს გამოგადგებათ

„შეწყვიტეთ წარმატების მუდმივი დევნა და დააფასეთ საკუთარი მიღწევები“ — Tiger Beer-ის კამპანია