in

ყველა საკუთარ გზას ირჩევს — Arc’teryx-ის კამპანია წინსწრაფვაზე

ბრენდისთვის, რომლის სახელი და ლოგოც პრეისტორიულ ეპოქას მიეკუთვნება, მნიშვნელოვანია იმის ხაგზასმა, რომ მიზნები მომავლისკენაა მიმართული. საუბარია კანადურ ტანსაცმლის ბრენდ Arc’teryx-ზე, რომელმაც თავის ახალ კამპანიაში მრავალფეროვანი საზოგადოების წევრების განსხვავებული გზები ასახა — დაწყებული მეტროს გვირაბებით, დასრულებული თოვლით დაფარული კლდეებით.

თითოეული პერსონაჟის გზა სხვადასხვაგვარია. ყველას თავისი ამბავი აქვს და ყველა თავის მიზანს მიჰყვება. მთამსვლელი, თავისი პროთეზირებული ფეხით დაუღალავად მიისწრაფვის წინ. ახალგაზრდა გოგონა „თავისიანებს“ სნოუბორდის ჯგუფთან ერთად პოულობს, აზიელი ქალი კი ოლიმპიური ცოცვის შეჯიბრისთვის ემზადება. ამავდროულად, ვიდეორგოლებს ფონად გასდევს ნარატორის მგზნებარე სიტყვა დაჟინებულობის, შიშების დაძლევისა და უკეთესობისკენ სწრაფვის შესახებ.

„ჩვენი მიზანია, აღვნიშნოთ ინსპირაციული ისტორიები, შევქმნათ ახალი გამოცდილება ჩვენი სტუმრებისთვის და რაც მთავარია, მხარი დავუჭიროთ მათ, ვინც საკუთარ გზაზე ნამდვილ ცვლილებებს ირჩევს“, — აღნიშნავენ ბრენდში.

მასშტაბური ექსპანსია ბაზარზე – რა შედეგები აქვს „უნივერსალ ტრანზიტს“ საქართველოში შემოსვლის შემდეგ

კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB) „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ პირველი ქართული გამოცემის პარტნიორია!