2
Dec
2019

„არდი“ საერთაშორისო ქსელს აფართოებს და ACIBADEM Healthcare Group-ის პარტნიორი ხდება 

2 Dec 2019

სადაზღვევო კომპანია „არდი“ საერთაშორისო სამედიცინო პროვაიდერების ქსელს აფართოებს და ACIBADEM Healthcare Group-ის პარტნიორი ხდება.

მსოფლიოში ცნობილი ჰოსპიტლების ქსელი ACIBADEM Healthcare Group  წამყვანი ქართული სადაზღვევო კომპანია „არდის“ პროვაიდერი გახდა, რაც ,,არდის“ დაზღვეულებს თურქეთის კლინიკებში მკურნალობის საშუალებას აძლევს.

„კომპანია „არდისა“ და თურქეთის მოწინავე კლინიკების ქსელ „ACIBADEM”-ს  შორის დაწყებული თანამშრომლობა უპრეცედენტო მოვლენაა ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, რაც უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ყველა მის დაზღვეულს საქართველოში შეძენილი სადაზღვევო ბარათით, ადგილობრივ წამყვან სამედიცინო პროვაიდერებთან ერთად, მსოფლიოში წამყვანი კლინიკების ქსელის მომსახურებითაც ისარგებლოს“.

„ACIBADEM“ მსოფლიოს ჯანდაცვის რუკაზე 1991 წლიდან გამოჩნდა. დღეს მსოფლიოს 4 ქვეყანაში, 21 მრავალპროფილიანი ჰოსპიტლითა და 16 ამბულატორიით მოღვაწეობს. 

არდიში“ სპეციალურად ამ მიმართულებისთვის შეიქმნა საერთაშორისო სერვისების სამსახური Ardi Global რომელიც მათ დაზღვეულებს, ACIBADEM-ში მკურნალობაში დაეხმარება. როგორც კომპანიაში ამბობენ, მოქალაქეები საჭირო მომსახურებას მარტივად, ზედმეტი დაზღვეული ძალისხმევის, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად მიიღებენ.

„ამისთვის საკმარისია, რომ დაზღვეულმა მიმართოს საერთაშორისო სამსახურს და ის მიიღებს:

  • სამედიცინო მომსახურების სრულ ორგანიზებას
  • დაზღვეულის ინდივიდუალური შემთხვევის დისტანციურ განხილვას ონლაინ რეჟიმში
  • ყველა საჭირო დოკუმენტის  მოძიებას საქართველოში არსებული სხვადასხვა სამედიცინო  კლინიკებიდან, ლაბორატორიებიდან
  • საჭიროების შემთხვევაში, თურქეთში ჩასატარებელი მომსახურების სრულ გეგმას
  • დაფინანსებას სადაზღვევო ბარათის პირობებისა და საქართველოში წამყვანი სამედიცინო პროვაიდერების მიერ  ანალოგიური მომსახურების განფასების შესაბამისად“

არდის“ დაზღვეულებს, ACIBADEM-ის ქსელში ექნებათ საშუალება, მიიღონ სრული სამედიცინო მომსახურება სადაზღვევო კომპანიის თანადაფინანსებით და ACIBADEM-ის პრივილეგირებული 15%-იანი ფასდაკლებით, ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მომსახურებებზე:

  • ქირურგიული მკურნალობა
  • ჰოსპიტალური თერაპია
  • ონკოლოგია
  • ნეიროქირურგია
  • კარდიოლოგია
  • გინეკოლოგია
  • უროლოგია
  • ორთოპედია და ტრავმატოლოგია
  • პედიატრია
  • ამბულატორიული სერვისები
  • დაავადებათა პროფილაქტიკა
  • რობოტული ოპერაციები (კიბერ დანა, დავინჩი)

სადაზღვევო კომპანიაში ამბობენ, რომ პრივილეგიეებული 15%-იანი ფასდაკლება გავრცელდება ისეთ სერვისებზეც, რომელსაც სტანდარტულად სადაზღვევო ბარათი არ ითვალისწინებს. მაგალითად,

  • პლასტიკური ქირურგია
  • წონის კორექცია და ბარიატრიული ოპერაციები
  • ტრანსპლანტაციები

„კომპანია „არდის“ საერთაშორისო მასშტაბით სამედიცინო შემთხვევების მართვის უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნია – 2016 წელს გახდა პირველი ქართული სადაზღვევო, რომელმაც დაარღვია კონტრაქტორი სამედიცინო დაწესებულებების გეოგრაფიული ბარიერი და უპრეცედენტო თანამშრომლობის მოდელებს დაუდო საფუძველი თურქეთსა და ისრაელში. ARDI Global-ის სხვადასხვა სერვისებით, 3 წლის განმავლობაში, დაახლოებით 1,000-მდე დაზღვეულმა უკვე ისარგებლა, მათ შორის ლიდერობს ე.წ SMO – Second Medical Opinion, როდესაც სურთ, საქართველოში მიღებული დიაგნოზის ან მკურნალობის სქემის გადამოწმება საზღვარგარეთ, წამყვან კლინიკებში. ამის შესაძლებლობას იძლევა „არდის და ACIBADEM-ის ეს უნიკალური თანამშრომლობის ხელშეკრულებაც, რომლის საზეიმო ვითარებაში ხელმოწერის ცერემონია შედგა დღეს, რითიც თითოეული „არდელი“ ძალიან ვამაყობთ“ – ამბობს „არდის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ თანამშრომლობის ფარგლებში, „არდის“ დაზღვეულები დამატებითი უპირატესობების სრული პაკეტით ისარგებლებენ:

  • მეორე სამედიცინო აზრი (SMO – Second Medical Opinion) სრულიად უფასოდ
  • აეროპორტში დახვედრა
  • უფასო ტრანსფერი აეროპორტიდან/სასტუმროდან კლინიკაში და პირიქით
  • პერსონალური ქართულენოვანი მენეჯერის მომსახურება კლინიკაში
  • ნებისმიერი ვადის სამოგზაურო დაზღვევის პოლისზე 30%-იანი ფასდაკლება

„საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა ჩვენთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის აღარ არსებობს შეზღუდული საზღვრები და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მხოლოდ ID ბარათით ჩამოვიდნენ თურქეთში. ასევე, ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენს ქვეყანაში საკმაოდ მაღალი ჯანდაცვის სტანდარტები არსებობს და გყავთ მაღალკვალიფიციური ექიმები. ჩვენს კლინიკებშიც მუშაობენ ქართველი ექიმები. თუმცა „აჯიბადემს“ გააჩნია ის, რაც თქვენს ქვეყანაში ამ ეტაპზე განვითარების ეტაპზეა – ეს არის პაციენტისადმი განსაკუთრებული მიდგომები და მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგიები. „აჯიბადემსა“ და „არდის“ შორის გაფორმებული ეს ხელშეკრულება არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე, ვინაიდან ეს არის გზა, რომ დაზღვეულ ადამიანებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სისტემებზე. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ ვართ დღეს საქართველოში და საფუძველს ვუყრით ამ ისტორიული თანამშრომლობის პირველ ნაბიჯებს“ – ამბობს ACIBADEM healthcare Group-ის დირექტორი Murat Pekmezoglu.

არდიში“ ამბობენ, რომ ქართული სადაზღვევო ბარათით საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების ეს ინიციატივა, რომელსაც საფუძველი წლების წინ ჩაეყარა, კვლავ ვითარდება და დაზღვეულებს კიდევ არაერთ სიახლეს შესთავაზებს.

„იმისათვის, რომ მათ მუდმივად ქონდეთ წვდომა მსოფლიოს მოწინავე, უმაღლესი სტანდარტების მქონე სამედიცინო სერვისებზე, უახლეს მიდგომებზე, იგრძნონ თავი ყოველთვის მაქსიმალურად დაცულად და პრივილეგირებულად. ამ უპრეცედენტო სერვისის მოდელის მისაღებად საკმარისია, იყოთ სადაზღვევო კომპანია „არდის“ ჯანმრთელობის დაზღვევის ბენეფიციარი“.

[R]

განხილვა