2026 წლის 9 სექტემბერს ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ახალი მხატვრული ფილმის, „გურიას“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა. ფილმი ფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში, Venice Spotlight-ის სექციაშია წარმოდგენილი და საქართველოს სახელით 2027 წლის „ოსკარის“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე წარდგენილი კანდიდატიც იქნება.
ფილმის შექმნის პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სადაზღვევო კომპანია „არდიმ”, რომელიც „გურიას“ გადაღების მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია. ფილმის წარმოება სრულად იყო დაზღვეული სპეციალური საერთაშორისო პოლისით, რომელიც კინოგადაღებისთვის დამახასიათებელ სხვადასხვა რისკს ითვალისწინებდა.

ზოგადად, ასეთი ტიპის დაზღვევა კინოპროექტის წარმოების უწყვეტობისთვის მნიშვნელოვანია, რადგან გადაღებისას ნებისმიერმა მოულოდნელმა შემთხვევამ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს როგორც ადამიანების, ისე ძვირადღირებული ტექნიკისა და ინვენტარის უსაფრთხოებაზე და, შესაბამისად, მთლიან საწარმოო პროცესზე. საერთაშორისო პოლისით დაზღვევა კი პროექტს შესაბამისი რისკების წინასწარ გათვალისწინებისა და მართვის შესაძლებლობას აძლევს.
„კინოწარმოების დაზღვევა სპეციფიკური სადაზღვევო მიმართულებაა, რადგან გადაღების პროცესში ერთდროულად ბევრი განსხვავებული ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. „გურიას“ შემთხვევაში პოლისი მოიცავდა მსახიობებისა და გადამღები ჯგუფის, ტექნიკისა და ინვენტარის დაცვას, ასევე გადაღების პროცესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან შემთხვევებს. მსგავსი მასშტაბისა და სირთულის პროდუქტის შექმნა საქართველოში და რეგიონში მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება და მაღალი სადაზღვევო კომპეტენციის შედეგია. ვამაყობთ, რომ არდიმ ქართული კინოს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო გზაზე არა მხოლოდ მხარდამჭერის, არამედ რისკების საიმედო მართვის პარტნიორის როლიც შეასრულა”, – აცხადებენ „არდიში”.

„გურია“ ქართული ლიტერატურისა და კინოს თანამშრომლობის შედეგად შექმნილი ფილმია. მისი შთაგონების წყარო გიორგი კეკელიძის „გურული დღიურები“ გახდა, თუმცა ფილმი წიგნის პირდაპირი ეკრანიზაცია არ არის. სიუჟეტი 1990-იანი წლების დასაწყისის გურიაში ვითარდება და იმ პერიოდის რთული რეალობის ფონზე ადამიანურ ურთიერთობებს, სიყვარულს, მეგობრობასა და ცხოვრების გაგრძელების სურვილს ასახავს.
ფილმისთვის „გურია” ვენეციის კინოფესტივალი პირველი დიდი საერთაშორისო ეტაპია, ხოლო არდისთვის – შესაძლებლობა, საკუთარი სადაზღვევო გამოცდილება და კომპეტენცია ისეთი სპეციფიკური სფეროს მხარდაჭერაში გამოიყენოს, როგორიც კინოწარმოებაა.
[R]











