10
Jan
2020

სადაზღვევო კომპანია „არდის“ ახალი ლოგო აქვს

10 Jan 2020

სადაზღვევო კომპანია „არდი“ ახალ წელსა და 10 წლის იუბილეს რებრენდინგით შეხვდა და მნიშვნელოვნად შეცვალა ბრენდის პლატფორმა როგორც ფერთა გამით, ისე ლოგოტიპითა და სხვა ატრიბუტიკით. 

ძველისგან განსხვავებით, ბრენდის ახალი სიმბოლო კიდევ უფრო გამარტივდა და ჩვენ წინაშე, თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი ფერითა და ფორმით წარდგა.

„არდის“ რებრენდინგზე სარეკლამო სააგენტო DDB Betterfly-იმ იმუშავა.„რებრენდინგის მიზანი იყო იმ ახალი სტრატეგიის ვიზუალიზაცია, რომელსაც კომპანია საკუთარ თავს უყენებს მიმდინარე 2020 წელს და მომავალი წლების განმავლობაშიც.

სადაზღვევო კომპანია, მიზნად ისახავს საკუთარი სერვისების კიდევ უფრო დახვეწას, გამარტივებასა და მაქსიმალურად გაციფრულებას იმისათვის, რომ დაზღვეულებზე მეტად გაუფრთხილდეს მათთვის ყველაზე შეზღუდულ რესურსს – მათ დროს.

ბრენდი ძირითად ფერს რადიკალურად არ იცვლის, ის რჩება მწვანე, როგორიც იყო დაარსების დღიდან. თუმცა იცვლის ტონალობას და ამატებს რამდენიმე ახალ, ნათელ და პოზიტიურ ფერს პალიტრაში, რომელიც კიდევ უფრო უშუალოს გახდის მას ჩვენი არსებული და მომავალი დაზღვეულებისთვის. რაც მთავარია, ის იქნება ყოველთვის გამორჩეულად ჰუმანური სადაზღვევო კომპანია და ადგილი, სადაც ფიქრობენ, მხოლოდ კარგზე“, – ამბობს თეონა გოდერიძე, ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, „არდი“.

 

 

„არდის“, როგორც ბრენდის ახალი ვიზუალური პლატფორმის ძირითადი კომპონენტი მისი სიმბოლოა. კვადრატი – რომელიც ბუნებრივად გამოხატავს უსაფრთხოებასა და დაცულობას, მიანიშნებს, ასევე, ბრენდის მთავარ ფასეულობებზე:

მეგობრული – ყველასთვის შესაფერისი და ყველაფერზე მორგებული;

მარტივი – პირდაპირი და კომფორტული;

ტექნიკური – პრაქტიკული და საქმეზე ორიენტირებული, –  არტ დირექტორი – თამთა მალაზონია, DDB Betterfly.

Credits

Client: ARDI Insurance 

Agency: DDB Betterfly

Art Director: Tamta Malazonia

Designers: Tamta Malazonia, Teo Valieva, Eldar Khalibauri, Davit Abramishvili 

Copywriter: Nono Antadze

Account Manager: Mariam Shevardenidze    

განხილვა