თავისუფალი უნივერსიტეტისა და კომპანია ედისონის ორგანიზებით, პროფესიული პროგრამა Arduino-ს დაპროგრამებაში ჩატარდება. პროგრამა 2 კატეგორიისაგან შედგება: 9 მარტს დაიწყება დაიწყება პროგრამა: „შექმენი შენი პირველი რობოტი – Arduino სკოლის მოსწავლეებისთვის“, რომელიც განკუთვნილია 9 -12 კლასელებისათვის. ხოლო, 11 მარტს დაიწყება პროგრამა: „Arduino-ს დაპროგრამება“, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18 წელს ზევით პირებს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროგრამის შესწავლას არ გააჩნია ცოდნის და უნარების რაიმე წინაპირობა. პროგრამის ბოლოს Arduino-ს გამოყენებით მონაწილეებს შეეძლებათ შექმნან და დააპროგრამონ კომპლექსური ტიპის რობოტები/ჭკვიანი მოწყობილობები, რაც საშუალებას მისცემთ ტექნოლოგიურ სამყაროში სიახლე შეიტანონ და დიდ წარმატებას მიაღწიონ.
პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
კომპიუტერი და მიკროკონტროლერების მუშაობის პრინციპები
Arduino და მისი დაპროგრამების საშუალებები
პროგრამირების საფუძვლები (C++)
ელექტრონიკის საწყისები და ფიზიკა
ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების შესწავლის შემდეგ, მონაწილეები გადავლენ მცირე ზომის პროექტების შესრულებაზე, რომელიც უშუალოდ Arduino-ს ამა თუ იმ სენსორსა თუ მოდულზე იქნება ორიენტირებული.

პროგრამის გავლის შემდეგ, მონაწილეებს თავისუფალი უნივერსიტეტისა და Edison-ის ერთობლივ სერტიფიკატი Arduino-ს დაპროგრამებაში გადაეცემათ.
ტრენინგების ხანგრძლივობაა : 2 თვე
რეგისტრაცია მიმდინარეობს 4 მარტამდე.
Edison ქართულ ბაზარზე ცნობილია იმით, რომ შეუძლია შექმნას უმაღლესი ხარისხის Hardware: ჭკვიანი მოწყობილობები, გაჯეტები, IoT მოწყობილობები, ავტომატიზაციის სისტემები და ასე შემდეგ. მან უკვე 30-მდე სხვადასხვა პროექტი განახორციელა და კვლავ აგრძელებს ამ სფეროში სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვას.











