in

თბილისში უძრავი ქონების გამოფენა – გაყიდვა „არეა ექსპო 2018“ გაიმართება

30, 31 მარტს და 1 აპრილს, უძრავი ქონების გამოფენა – გაყიდვას „არეა ექსპო 2018“ გაიმართება. ღონისძიებას „ექსპო ჯორჯია“ უმასპინძლებს. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება 100-ზე მეტი დეველოპერული კომპანია, რომლებიც ვიზიტორებს მიმდინარე პროექტებს გააცნობენ. ბანკების წარმომადგენლები კი, დაინტერესების შემთხვევაში, ადგილზე პროდუქტის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ.

გამოფენის ორგანიზატორი უძრავი ქონების სერვისების კომპანია „არეა ჯგუფის“ დირექტორი თამარ მაშავა ამბობს, რომ ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე მიწოდების საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების დანერგვას.

თამარ მაშავა: საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, უძრავი ქონების გამოფენა – გაყიდვა საკმაოდ აქტუალური და ერთ-ერთ ღირსშესანიშნავი მოვლენაა, რომელშიც როგორც წესი, ყველა დეველოპერი მონაწილეობს. ეს არის სივრცე, სადაც მომხმარებელს შეუძლია, უშუალოდ ბიზნესის წარმომადგენლისგან მიიღოს ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ და გადაწყვეტილების შემთხვევაში, მარტივად მოახერხოს მისი შეძენა. სამწუხაროდ, საქართველოში მსგავსი პრაქტიკა აქამდე არ არსებობდა, მაგრამ იყო ძალიან დიდი მოთხოვნა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, საკუთარ თავზე აგვეღო ინიციატივა და უძრავი ქონების გამოფენა – გაყიდვა მოგვეწყო. ამით მომხმარებლებს ვაძლევთ საშუალებას, მარტივი და სასიამოვნო გზით, მოიძიონ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე და დასრულებული სამშენებლო პროექტებისა და გასაყიდი უძრავი ქონების შესახებ.

„არეა ჯგუფის“ დირექტორი თამარ მაშავა

M: ვისთვის არის გამოფენა? 

გამოფენა გამიზნულია დეველოპერებისა და უძრავი ქონების შეძენის მსურველებისთვის. „არია ექსპო 2018“- ის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად შეხვდნენ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს და საქმიანი წინადადებების და მიმდინარე შეთავაზებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ. რაც შეეხება დეველოპერებს, გამოფენის ფარგლებში 100-მდე სამშენებლო და დეველოპერული კომპანია იქნება წარმოდგენილი და დაინტერესებულ პირებს საკუთარ პროდუქტებსა და სპეციალურ პირობებს შესთავაზებს. აღსანიშნავია, რომ გამოფენაში მონაწილეობენ, როგორც პრემიუმ კლასის კომპანიები, ისე მაღალ და საშუალო სეგმენტზე გათვლილი ბრენდები და წვრილი დეველოპერები. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო, მრავალფეროვანი არჩევანი მომხმარებელს და მიზნობრივი აუდიტორია ყველა დეველოპერისთვის. გარდა ამისა, ღონისძიება უძრავი ქონების შეძენის მსურველებისა და დაინტერესებულ პირებისთვის იმართება. შესაბამისად, დასწრება თავისუფალია. გამოფენა მე-3 პავილიონს, მე-4, მე-5 და მე-6 საგამოფენო სივრცეს მოიცავს.

M: რა არის ამ ღონისძიების მიზანი?

ღონისძიების მიზანი ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი იდეიდან გამომდინარეობს – მთავარი ამოცანაა, მომხმარებლებს გავუმარტივოთ უძრავი ქონების შეძენის საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესი. ამისთვის უზრუნველვყოფთ მათ საჭიროებებსა და მოთხოვნაზე მორგებული პროდუქტის შერჩევას და მიწოდებას ჩვენივე პარტნიორი კომპანიებიდან. აქაც ანალოგიურად, ოღონდ დიდი მასშტაბით გვსურს, ერთმანეთს დავაკავშიროთ მიწოდებისა და მოთხოვნის არხები, რადგან ვიცით, რამხელა დროს მოითხოვს ბინის ძებნა და არჩევა.

M: რა სარგებელს მოუტანს დეველოპერებს?

პირველადი სარგებელი დეველოპერებისთვის, ეს არის გაყიდვების სტიმულირება. ამ სამი დღის განმავლობაში, მომხმარებელი შეძლებს სპეციალური პირობებით ისარგებლოს. შესაბამისად, ეს იქნება სტიმული მათთვის,  ვინც უახლოეს მომავალში აპირებდა ყიდვას. აქ მოსულ მომხმარებელს უკვე ეცოდინება, რომ გამოფენაში საქართველოში წარმოდგენილი, თითქმის, ყველა დეველოპერი მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისად, „არეა ექსპო“ დეველოპერებისთვის სწორედ ის სივრცეა, სადაც შესაძლებელია ხარისხიანი კონტაქტის დამყარება მომხმარებელთან. მეორე სარგებელი ბრენდის იმიჯისა და ცნობადობის ამაღლებაა. ხოლო შედარებით ნაკლებად ცნობილი კომპანიებისთვის, ბიზნეს მოთამაშეებისა და მომხმარებლის წინაშე თავის წარდგენა და დამკვიდრების საშუალება.

M: რა სარგებელს მოუტანს გამოფენა უძრავი ქონების პოტენციურ მყიდველებს?

წარმოიდგინეთ, გიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც შერჩევის ბევრი კრიტერიუმი აქვს და თანაც, ყველა მნიშვნელოვანი. ბაზარზე დიდი არჩევანია, მაგრამ თითოეულის შესწავლა საკმაოდ რთულია, რადგან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს.ასევე, აღსანიშნავია, რომ არ არსებობს პრაქტიკულად ერთიანი სივრცე, წყარო, სადაც თითოეულ პროექტზე ინფორმაცია დეტალურად იქნება მოცემული. „არეა ექსპო“ სწორედ ამ პრობლემებს მოაგვარებს, რადგან წარმოდგენილი იქნება გასაყიდი, თითქმის, ყველა მშენებარე თუ დასრულებული პროექტი. მეორე უმთავრესი სარგებელი არის ის ფასდაკლებები და სპეციალური პირობები, რომლებიც სწორედ ამ სამი დღის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.

[R]

„ჯეპრას“ ახალი სერვისი – მომხმარებლის მოძრაობის რუკა კომპანიებისთვის

ამაში სამარცხვინო არაფერია! – Gap-ის შთამბეჭდავი ფოტოები ქალბატონებისთვის