„სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, მხოლოდ ორი დღით, 4 და 5 აპრილს, საქართველოს უძრავი ქონების ყველაზე დიდი გამოფენა – გაყიდვა „არეა ექსპო 2020“ გაიმართება. ღონისძიება იძლევა უპრეცენდენტო წვდომას საქართველოში არსებულ დეველოპერულ პროექტებსა და უძრავ ქონებაზე. „არეა ექსპოს“ ფარგლებში, დეველოპერული და სამშენებლო კომპანიები გასაყიდად წარმოადგენენ ბინებს, კომერციულ და საოფისე ფართებს მიმდინარე თუ დასრულებულ პროექტებში“.
ორი დღის განმავლობაში, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს საშუალება ექნება, ერთ სივრცეში, საქართველოში არსებული დეველოპერული პროექტები დაათვალიეროს. ასევე ისარგებლოს კომპანიებისგან შემოთავაზებული სპეციალური ფასებითა და პირობებით.
„ღონისძიებას სტუმრობენ სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები, მაღალი რგოლის მენეჯერები, ინვესტორები, რომელთაც სურთ, ბიზნეს კავშირების, მომავალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, ინვესტირება და უძრავი ქონების ბაზარზე მიმდინარე სიახლეების გაცნობა“.
გამოფენა – გაყიდვის პარალელურად, დაგეგმილია ბიზნეს ფორუმი „ინოვაციები უძრავი ქონების ბაზარზე და სამშენებლო ბიზნესში“, სადაც დარგის წამყვანი ადგილობრივი და საერთშორისო სპიკერები გამოვლენ. კვირა დღეს (5 აპრილი) კი MARKETER-ის ორგანიზებით, გაიმართება TALK-ების სერია, სადაც მომხმარებელი უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ბევრ საინტერესო და სასარგებლო რჩევას მიიღებს ექსპერტებისგან.
„არეა ექსპო 2020“-ის ოფიციალური მხარდამჭერია საქართველოსა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელიც სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მეშვეობით, საინვესტიციოდ გამზადებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას წარმოადგენს.
„არეა ექსპო“, საქართველოში უკვე მესამე წელია ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორია უძრავი ქონების სერვისების კომპანია „არეა ჯგუფი“. გენერალური პარტნიორი – MYHOME.GE, მედია პარტნიორები: „ანტერპრენუარი“, გადაცემა „ბიზნეს პარტნიორი“, „ჯორჯია თუდეი“, „კომერსანტი“, „მარკეტერი“, „კლიპ – არტი“. ღონისძიების პარტნიორია სამშენებლო კომპანია „არკონი“.
„არეა ექსპო 2020“-ის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზე www.areaexpo.ge.
ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაცია, დასწრება თავისუფალია.
[R]