in

„არეა ექსპო 2020“ MYHOME-ის გენერალური სპონსორობით ტარდება

4-5 აპრილს, MYHOME-ის გენერალური სპონსორობით და უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია „არეა ჯგუფის“ ორგანიზებით, „არეა ექსპო 2020“ გაიმართება. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ეს საქართველოს უძრავი ქონების ყველაზე მასშტაბური გამოფენა – გაყიდვაა.

„პლატფორმა, სადაც წელიწადში ერთხელ, ორი დღის განმავლობაში, უძრავი ქონების ბაზრის ძირითადი მოთამაშეები: დეველოპერული და სამშენებლო კომპანიები, არქიტექტორები და საპროექტო კომპანიები, ინვესტორები და საცალო მომხმარებლები ერთ სივრცეში იყრიან თავს. ღონისძიებისთვის MYHOME განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს დეველოპერების მოდულში ჩართული კომპანიებს. ისინი შეძლებენ, პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ მომხმარებელთან და გაზარდონ გაყიდვები“.

„არეა ექსპოს” ფარგლებში, დეველოპერული კომპანიები პოტენციური მყიდველების წინაშე სპეციალური ფასით, პირობებითა და აქციებით წარდგებიან.

„დეველოპერების მოდული MYHOME-ის პლატფორმაშივე ჩაშენებული სივრცეა, რომელიც წარმოადგენს დეველოპერული კომპანის ვებგვერდს და განკუთვნილია მშენებარე და ახალაშენებული ბინებისთვის. მოდულის დახმარებით, ბიზნესი სრულყოფილად წარმოაჩენს თავისი ბრენდის უპირატესობებს, დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს, ახლოს მდებარე ობიექტებს, ჩაბარების შემდგომ მომსახურებებსა და სხვა მახასიათებლებს“.

MYHOME, უძრავი ქონების პლატფორმაა, რომელიც 9 წელია საქართველოში ოპერირებს. მისი მიზანია, უძრავი ქონების ბაზრის განვითარება ელექტრონულ სივრცეში.

[R]

პასუხისმგებლიანი თამაში „ევროპაბეთისგან“ აქტიურ ფაზაში შედის

ქალებს უფლება აქვთ, ჩაიცვან ის, რაც სურთ!