in

რას სთავაზობს მომხმარებლებსა და დეველოპერებს Area Expo 2020?

„არეა ექსპო“ ეს არის პლატფორმა, რომელიც დეველოპერებს საშუალებას აძლევს, შეხვდნენ უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს. ეს არის სივრცე, სადაც პროდუქტის მწარმოებელს პირდაპირი კომუნიკაცია აქვს მომხმარებელთან, – ამბობს „არეა ჯგუფის“ მმართველი პარტნიორი ნინო ჯინჯოლავა.

bog
bog-mob

 

მისივე თქმით, „არეა ექსპო 2020“-ის კიდევ ერთი ამოცანაა, ღონისძიებაზე მოიზიდოს სწორი ტარგეტი და უზრუნველყოს, რომ მომხმარებლებმა, უძრავი ქონების შესახებ, დეტალური ინფორმაცია თავად დეველოპერებისგან მიიღონ. სწორედ ამ მიზნით იმართება „არეა ექსპო 2020“ 4-5 აპრილს, სადაც დასწრება თავისუფალია, თუმცა საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/areagroup.ge/videos/1486866558137737/?__tn__=%2Cd%2CP-R&eid=ARDXa_W_jhhly8G2h6xToREZbiYA507hSsIdp-rG7XZ6gVzQYkczlzxLqWiWBVOhdvjg9v64ujZOGk1v” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

რაც შეეხება დეველოპერებს, ნინო ჯინჯოლავა ამბობს, რომ უძრავი ქონების გამოფენაში მონაწილეობისთვის, მათ, ღონისძიების ორგანიზატორებთან უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია. 

ნინო ჯინჯოლავა: ჯავშნებისა და სტენდების შეძენის პროცესი საკმაოდ აქტიურ ფაზაშია. იმისთვის, რომ დეველოპერულმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღოს გამოფენაში, საჭიროა MYHOME-თან და „არეა ჯგუფთან“ ერთობლივი კომუნიკაცია. ჩვენ მათ ვთავაზობთ საგამოფენო სივრცეს, სტენდს. ასევე – მხარდაჭერას ინფორმაციის სწორად გავრცელებაში, რაშიც ჩვენი მედიაპარტნიორები – „ანტერპრენუარი“, გადაცემა „ბიზნეს პარტნიორი“, „ჯორჯია თუდეი“, „კომერსანტი“, „მარკეტერი“, „კლიპ – არტი“ – გვეხმარებიან. MYHOME კი, თავისი ბაზების გამოყენებით, საშუალებას აძლევს დეველოპერულ კომპანიებს, პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეთ სწორად ტარგეტირებულ, მიზნობრივ აუდიტორიასთან.

რა შესაძლებლობებს აძლევს Area Expo 2020 მონაწილეებს – უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს და დეველოპერებს?

ნ. ჯ. : „არეა ექსპო“ წელს უკვე მესამედ ტარდება. პირველად სწორედ „არეა ჯგუფმა“ დაიწყო ისეთი ტიპის ღონისძიების ჩატარება საქართველოში, რომელიც უძრავი ქონების გამოფენასა და გაყიდვას გულისხმობდა. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ საპრეზენტაციო სივრცე, თუნდაც იგივე დეველოპერებისითვის, არამედ არის ადგილი, სადაც უშუალოდ გარიგებები იდება. ვგულისხმობ უძრავი ქონების გაყიდვებს. აქ ორივე მხარე მოგებულია – მომხმარებელი, რომელიც განსაკუთრებული ფასითა და პირობით იღებს შეთავაზებას და დეველოპერი, რომელსაც წვდომა აქვს სწორ და გაფართოებულ მიზნობრივ აუდიტორიასთან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ღონისძიების ფორმატი და სტილი კიდევ უფრო დახვეწილია.

რითი იქნება გამორჩეული და განსხვავებული Area Expo 2020?

ნ. ჯ. : გარდა გამოფენა – გაყიდვისა, 4 აპრილს ჩატარდება ბიზნეს ფორუმი, რომლის თემაც არის „ინოვაციები დეველოპერულ საქმიანობაში“. ეს ინოვაციები ეხება ტექნოლოგიურ, არქიტექტურულ, მარკეტინგულ გადაწყვეტილებებს. ექსპერტები, მონაწილეებს, გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, ისაუბრებენ იმაზე, თუ რა მიღწევები და ტენდენციები არსებობს მსოფლოს მასშტაბით, პროდუქტის დახვეწისა და განვითარებისთვის. 5 აპრილს კი, „მარკეტერის“ ორგანიზებით, ჩატარდება Talks-ის სერიები – სპიკერები, მომხმარებლებს, საჭირო და პრაქტიკულ რჩევებს მისცემენ. მაგალითად: როგორ შევარჩიოთ სასურველი ბინა, როგორ გავანაწილოთ აკუსტიკა სწორად, როგორ შევქმნათ მყუდრო გარემო ბინაში და ა.შ. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ბაზრის განვითარებას, მომხმარებელთა ინფორმირებისა და ცნობიერების დონის ამაღლებას. ასევე – მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ დეველოპერებს ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელი „არეა ექსპოს“ პარტნიორია MYHOME, რომელსაც აქვს უძრავი ქონების მაძიებლების ძალიან დიდი ბაზა, მათ ბაზაში ნახევარ მილიონამდე მომხმარებელია. MYHOME-ს, ყოველ დღე, 33 000 უნიკალური ვიზიტორი ჰყავს. ჩვენ ამ ბაზების გამოყენებით დეველოპერებს საშუალებას მივცემთ, ტარგეტირებულად, კონკრეტულად იმ უბანსა და იმ საფასო სექტორში მიაწოდონ მომხმარებელს ინფორმაცია, სადაც მათ სურთ. გარდა ამისა, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს დავეხმარებით სწორი არჩევანის გაკეთებაში. „არეა ექსპოზე“ მათ ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია, შეაფასონ სხვადასხვა, ალტერნატიული ვარიანტი. ჩვენი ღონისძიება უზრუნველყოფს საჭირო ინფორმაციისა და სწორი მესიჯების ურთიერთგაცვლას ორივე დაინტერესებულ მხარეს შორის.

რაც შეეხება ღონისძიების მთავარ მიზანს . . .

ნ. ჯ. :  „არეა ექსპოს“ მიზანი თავიდანვე იყო, შეგვექმნა სივრცე, სადაც მომხმარებელს გაუმარტივდებოდა უძრავი ქონების შეძენა. ეს ხომ საკმაოდ კომპლექსური და რთული პროცესია. ძალიან ბევრი ვარიანტი უნდა განიხილოს და შეაფასოს მომხმარებელმა, რომ სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდეს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო, უძრავი ქონების შეძენის მსურველთათვის გაგვემარტივებინა საჭირო პროდუქტის მოძიების პროცესი, დეველოპერებისთვის კი მიგვეცა სივრცე, სადაც კონკურენტულ გარემოში, პირისპირ ექნებოდა კომუნიკაცია მომხმარებელთან. საბოლოო ჯამში, Area Expo ეს არის მომსახურების არეალის გაუმჯობესება, რომელსაც უკვე გაყიდვების ნაწილი და მომხმარებელსა და პროდუქტის შემქმნელს შორის პირდაპირი ურთიერთკომუნიკაცია ჰქვია. „არეა ჯგუფი“ იყო პირველი, ვინც დეველოპერულ ბაზარზე მოქმედ მოთამაშეებს საშუალება მისცა, პირადად წარედგინათ საკუთარი პროდუქტები მომხმარებლისთვის. ჩვენ თავიდანვე გვქონდა ამბიცია, ამ ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეგვეტანა. თუ საზღვარგარეთ არსებობს ასეთი გამოფენები, რატომ არ შეიძლება, საქართველოშიც ჩატარდეს?! ჩვენთან ხომ დეველოპერული სექტორი ძალიან აქტიურია და ქვეყნის შიდა პროდუქტის, დაახლოებით, 9% ქმნის. სწორედ ამიტომ გვინდოდა „არეა ექსპოს“ ჩატარება ჯერ კიდევ 3 წლის წინ, გვსურდა, წვლილი შეგვეტანა ბაზრის განვითარებაში. ამ გადმოსახედიდან მიგვაჩნია, რომ თავდაპირველი მიზანი შესრულებულია. „არეა ექსპოს“ მსგავს ღონისძიებებს ახლა სხვა კომპანიებიც ატარებენ, რაც ჩვენთვის, იდეის ავტორებისა და ორგანიზატორებისთვის, ცალსახად უსვამს ხაზს, რომ ამ იდეამ გაამართლა.

 

[R]

ამიერიდან, Google Assistant ვებგვერდებიდან ტექსტებს წაგიკითხავთ

მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენები სამუზეუმო ექსპონატებად