in

AREA.GE-ს ახალი სერვისი – „შეფასება“ – დაემატა

AREA.GE უძრავი ქონების პლატფორმაა, რომელიც ინდუსტრიის ყველა მოთამაშეზე არის გათვლილი. როგორც კომპანიაში ამბობენ, მათი მომხმარებლებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქონების რეალური საბაზრო ღირებულებების ცოდნა, პროფესიონალური შეფასება კი ქონების მფლობელსა და მაძიებელს შორის სამართლიანი გარიგების მთავარი წინაპირობაა.

BOG
BOG

 

„სწორედ ამიტომ პლატფორმაზე დავამატეთ კიდევ ერთი, ახალი სერვისი „შეფასება“, რაც გვაძლევს შესაძლებლობას შევთავაზოთ მათ დეტალურ კვლევაზე დაფუძნებული, უძრავი ქონების შეფასება სხვადასხვა ტიპის ქონებისთვის.

ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაცია Cushman & Wakefield-თან, რომელიც მსოფლიო უძრავი ქონების სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. ორგანიზაციის ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის. გუნდი რომელიც ჩართული იქნება შეფასების პროცესში აკმაყოფილებს პროფესიულ კრიტერიუმებს, მათ შორის: პროფესიული შეფასების პრაქტიკის უნიფიცირებულ  (USPAP) და საერთაშორისო შეფასების სტანდარტებს (IVS)“.

პლატფორმაზე, მომხმარებლებს, შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი ტიპის შეფასების სერვისებით:

  1. საორიენტაციო შეფასება მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ მიიღონ ინფორმაცია გასაყიდი, ან შესაძენი ქონების სავარაუდო ღირებულებაზე, ამისთვის საჭიროა პლატფორმაზე შეავსონ შესაბამისი კრიტერიუმები და ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტი, დაითვლის უძრავი ქონების მიახლოებით ღირებულებას, უკვე განთავსებული მსგავსი განცხადებების მიხედვით.
  2. ექსპრეს შეფასება, რომელიც მომხმარებლებს მისცემთ შესაძლებლობას გაიგონ გასაყიდი, ან შერჩეული ქონების რეალური საბაზრო ღირებულება. განაცხადის გაკეთებიდან 4 საათში, ელ.ფოსტის მისამართზე მიიღებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის დასკვნას, ჩვენი პარტნიორისგან Cushman & Wakefield. სერვისის ღირებულება 19 ლარია.
  3. პროფესიონალური შეფასება გულისხმობს ქონების რეალური ღირებულების დამადასტურებელი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს, რომელიც მომხმარებელს განაცხადის გაკეთებიდან 1 სამუშაო დღეში, ელ.ფოსტის მისამართზე გადაეგზავნება. აღნიშნული სერვისით სარგებლობის ღირებულება 49 ლარია და მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი დანიშნულებით.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ გზამკვლევები უძრავი ქონების მაძიებლებსა და განმთავსებლებს შორის.  ვუპასუხოთ მომხმარებლის ნებისმიერ მოთხოვნას, რაც დაეხმარებათ მათ აღმოაჩინონ მათთვის სასურველი უძრავი ქონება, საქართველოს მასშტაბით“.

[R]

Sony World Photography 2020-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

„გრინვოში“ – საქართველოში ავტოსამრეცხაოების ახალი ქსელი გამოჩნდა