in

Area.ge და VISA პარტნიორები გახდნენ

უძრავი ქონების პლატფორმა area.ge და VISA პარტნიორები გახდნენ. პარტნიორობის ფარგლებში, მრავალი საინტერესო სიახლე იგეგმება, რომლის მიზანი უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი სერვისების უნაღდო ანგარიშსწორების წახალისებაა.

უძრავი ქონების შეძენის ან მასთან დაკავშირებული სერვისებით სარგებლობისას, საქართველოში ნაღდი ანგარიშსწორება, დღემდე, ყველაზე პოპულარული ფორმაა. VISA და area.ge-ს ერთობლივი მიზანია, ქართველ მომხმარებელს მისცეს შესაძლებლობა, რომ ამ სერვისებით ისარგებლონ ონლაინ და თან შეასრულონ უნაღდო ანგარიშსწორება ბარიერების გარეშე.

area.ge-ზე თავმოყრილია ისეთი სერვისები, როგორებიც: არის უძრავი ქონების შეფასება, ფოტოგადაღება და 3D ვიზუალიზაცია, დასუფთავება და სხვა. სერვისით სარგებლობის მსურველს შეუძლია, მარტივად შეარჩიოს მისთვის საჭირო მომსახურება და „ონლაინ“ გადაიხადოს საფასური. მიმდინარე აქციით კი, VISA ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელი ამ სერვისებზე 15% ფასდაკლებას მიიღებს.

„area.ge-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბიზნესის განვითარების ამ ეტაპზე, ისეთი პარტნიორი, როგორიცაა VISA. ეს მოგვცემს საშუალებას, ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ კიდევ უფრო ინოვაციური სერვისები და მოქნილი, უნაღდო ანგარიშსწორების სქემები. ჩვენი მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე დავნერგოთ ის საერთაშორისო გამოცდილება, რაც VISA-ს უკვე აქვს, უძრავი ქონების ბაზარზე“, – ამბობს სალომე ტყეშელაშვილი, area.ge-ს ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი.

„Visa-სა და area.ge-ს პარტნიორობა ახალ შესაძლებლობას გვაძლევს, ხელი შევუწყოთ ციფრული გადახდების განვითარებასა და ადაპტირებას საქართველოში. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ წამოწყებას, სრულიად გააციფრულონ ბიზნეს-სერვისები და შესთავაზონ მომხმარებლებს უსაფრთხო, მოსახერხებელი და სწრაფი უნაღდო გადახდები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო, ციფრული გადახდების ადაპტაციის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში, ჯერ კიდევ ბევრია ისეთი კომპანია, რომელიც ნაღდ ანგარიშსწორებას იყენებს. ეს კი უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს, ხელი შევუწყოთ კომპანიებს ინოვაციებისა და უკონტაქტო გადახდების დანერგვაში”, – აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში.

 

[R]

როგორ მოვიქცეთ, თუკი სამუშაოთი გადაწვის პირას ხართ?

ირემი კისერზე ჩამოკიდებული საბურავისგან გაათავისუფლეს