21
Feb
2019

ხელოვნური ინტელექტი უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე

21 Feb 2019

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით, ხშირად ისმება კითხვები და ბევრი ჩვენგანი, ამას უყურებს, როგორც ფიქციურ სამყაროს, რომელსაც მანქანები მართავენ… რომ ხელოვნური ინტელექტი კონცეპტია, ის, რაც შეიძლება მომავალში რეალობად იქცეს.

თუმცა კი, ხელოვნური ინტელექტი უკვე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მან არა მხოლოდ სმარტფონებში, ლეპტოპებსა თუ მანქანებში იპოვნა საკუთარი ადგილი, არამედ – ყველგან, მათ შორის, ბიზნესშიც… სადაც ხელოვნურ ინტელექტს ინდუსტრიაში არსებული პრობლემების გადაჭრის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მოიაზრებენ.

PricewaterhouseCoopers (PwC) მოხსენების მიხედვით, 2030 წლისთვის, გლობალურ ეკონომიკაში, ხელოვნური ინტელექტით მიღებული ფინანსური სარგებლის წილი $15.7 ტრილიონი იქნება. შესაბამისად, AI ტექნოლოგიების ბიზნესში დანერგვა არა მოდის აყოლა და ახირება, არამედ – ბიზნესის მიერ, თანამედროვე, მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული მომსახურების შექმნაა. AI ტექნოლოგიას დიდი ოდენობით სამუშაოს ავტომატიზება და ადამიანური შეცდომების რისკებისგან თავის არიდება შეუძლია. რაც დრო გადის, სისტემა უფრო მეტს სწავლობს და შედეგად, ბიზნესის ეფექტურობაც იზრდება.ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მაგალითად, შეგვიძლია, უძრავი ქონების სულ ახალი პლატფორმა, Area.ge განვიხილოთ. იმის გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონების გარიგების პროცესი, ჯერ კიდევ, საკმაოდ დიდ შრომას მოითხოვს: არჩეული ქონებების ადგილზე ვიზიტი, ვიზუალური აღქმა, ინტერვიუ გამყიდველთან და ა.შ. Area.ge-მ გადაწყვიტა, რამდენიმე დაინტერესებულ მხარეს შორის კომუნიკაცია გაემარტივებინა და უძრავი ქონების ძებნის, შეძენის, გაყიდვისა და გაქირავების პროცესი ელექტრონულ სივრცეში გადმოეტანა.

რას აკეთებს Area.ge განსხვავებულს?
  • ინდუსტრიის ყველა დაინტერესებულ მხარეს ერთ ელექტრონულ სივრცეში აერთიანებს, რაც უძრავი ქონების ნებისმიერი გარიგების განხორციელებაში ეხმარება;
  • პლატფორმაზე წარმოდგენილია ისეთი დამხმარე ვიზუალური მასალები, როგორიცაა: 360 გრადუსიანი ფოტო, სართულების გეგმა, პროექტის 3 განზომილებიანი გრაფიკა, რაც თვალსაჩინო და მდიდარ ინფორმაციას აძლევს კლიენტს, რომ ქონების რეალური ვიზუალის აღქმა უკეთ შეძლოს;
  • განცხადებები სრულყოფილია და მუდმივად მოწმდება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, რაც უზუსტობებისა და გაუგებრობების პრევენციას ახდენს;
  • ასევე, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, განცხადების განმთავსებელსაც სწრაფად შეუძლია უძრავი ქონების გაქირავება ან გაყიდვა, რადგან მინიშნება აქვს ოპტიმალურ გასაყიდ ფასზე.

პლატფორმის ერთი თვალის შევლებითაც შესამჩნევია ახლებური მიდგომა ნავიგაციაში, დიზაინსა და თავად განცხადებების ხარისხში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამით სტიმულირებას გავუწევთ ქართული ციფრული ინდუსტრიის სხვა მოთამაშეებსაც, რომ მუდმივად იზრუნონ მომხმარებლისთვის ელექტრონული სერვისის მიღების პროცესის დახვეწასა და გამარტივებაზე, – ლევან კობახიძე, Area.ge-ს გენერალური მენეჯერი.

თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ამოცანა
ვთქვათ, სასურველი მომსახურების მიღებისთვის სრულად გამართულმა პლატფორმამ მესაკუთრე, აგენტი, სააგენტო, თუ სამშენებლო კომპანია ერთმანეთთან დააკავშირა და გარიგებაც შედგა. რა პრობლემის წინაშე შეიძლება, მომხმარებელი დადგეს? – საკუთარი ფინანსური თუ საკრედიტო შესაძლებლობები არაადეკვატურად შეაფასოს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა, რომელიც Area.ge-ს პროექტის მხარდამჭერია, ამოცანა ამგვარად გადაჭრა:

  • მომხმარებელს შეუძლია სასურველი უძრავი ქონების შერჩევის პროცესში პლატფორმაზე არსებული კალკულატორის გამოყენება, მაქსიმალურად ზუსტი სესხის ლიმიტის დასათვლელად;
  • დისტანციურად იპოთეკურ სესხზე პრეკვალიფიკაციის გავლა და ბანკირთან შეხვედრის ჩანიშვნა.

როგორც კი გაჩნდა ახალი ციფრული პლატფორმის შექმნის იდეა, რომელიც ხელს შეუწყობდა უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას, ბანკმა გადაწყვიტა, საკუთარი გამოცდილებით, თანამედროვე ბიზნესს, მასში ინვესტირებით დახმარებოდა. საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლისათვის ინოვაციური სერვისების შეთავაზებაზე და ამ პლატფორმის შექმნაც სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია, – ანდრო რატიანი, საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების დირექტორი.

რასაკვირველია, პლატფორმაზე დარეგისტრირებულ საქართველოს ბანკის კლიენტს Area.ge-ზე, საბანკო სერვისების სახით, დამატებითი ბენეფიტები დახვდება, თუმცა პლატფორმით სარგებლობის შესაძლებლობას არ განსაზღვრავს, რომელი ბანკის კლიენტია უძრავი ქონებით დაინტერესებული პირი.

განხილვა