in

adjarabet.com-ის ფილმ „არენას“ გადაღებები დასრულდა 

adjarabet.com-ის ფილმის გადაღებები დასრულდა. მუშაობა „არენაზე“ ივლისის ბოლოს, წყალტუბოში დაიწყო, ბოლო სცენები კი თბილისში გადაიღეს.

„ფილმში, ქართველ ცნობილ სახეებთან ერთად, ბრაზილიელი ლეგენდარული ფეხბურთელი, რივალდო მონაწილეობდა. გადაღებებს Metro Production უძღვებოდა.  პროექტზე სარეკლამო სააგენტო JWT Metro მუშაოდა, ფილმის რეჟისორი კი დავით ბორჩხაძეა.

„არენას“ პრემიერა შემოდგომაზე იგეგმება და როგორც adjarabet.com-ში ამბობენ, მსგავსი მასშტაბისა და ფორმატის ფილმი ჯერ ქართულ ეკრანებზე არ გამოსულა.

ოფიციალურ პრემიერამდე, კინომოყვარულებს, adjarabet.com-მა ფილმის ტიზერები წარუდგინა. 

რა შედეგები აქვს თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტს, 2019 წლისთვის

Ferrari 2020 წელს, მსოფლიოს, თავის სუპერ ძალას აჩვენებს