in

„არგაჩერება და მუდმივად ახლის ძიების სურვილი არის ის მთავარი კომპონენტები, რომლებიც წინსვლას განაპირობებს“- ნინი მაჩალაძე, საქართველოს ბანკის CSR გუნდის წევრი

განათლების ხელშეწყობა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულება და ერთ-ერთი მთავარი მიზანია. მის მისაღწევად კი ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ იშურებს. ვიკვლევთ საზოგადოების საჭიროებებს და ვმუშაობთ ისეთი პროექტების შექმნაზე, რომლებიც დაეხმარება ინდივიდებს გამოავლინონ და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი“, – ასე იწყება საუბარი საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური მიმართულების ბრენდ მენეჯერთან, ნინი მაჩალაძესთან. 

40-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი და 120 000-ზე მეტი ბენეფიციარი – ეს ყველაფერი არ არის. ყოველწლიურად, საქართველოს ბანკი ახალ ინიციატივებს ახორციელებს, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანებს, საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ. 

„ჩვენი ყოველი ინიციატივის ფარგლებში ვცდილობთ, ყველანაირ სეგმენტს შევეხოთ, თუმცა,
პროექტების წარმატება  ძირითადად ჩვენი ბენეფიციარების მოტივაციაზე, განვითარებისა და განათლების მიღების სურვილზეა დამოკიდებული“, – განმარტავს ნინი. 

ამბობს, რომ საქართველოს ბანკის CSR გუნდში ყოველი ინიციატივის საფუძველი ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. რადგან სჯერათ, რომ უკეთესი მომავლის შექმნას სწორედ განათლებული საზოგადოება განაპირობებს. 

„ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, განათლება რაც შეიძლება მეტი მოსწავლისთვის, აბიტურიენტისთვის, სტუდენტისა თუ ახალგაზრდისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი, მთელი საქართველოს მასშტაბით. ვფიქრობ, რომ ჩვენი ინიციატივების ეფექტურობაზე რიცხვებიც მეტყველებს, ჩვენი პორტფოლიო 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ითვლის „და 120 000-ზე მეტ ბენეფიციარს აერთიანებს“. ჩემთვის ასეთი მასშტაბების მქონე პროექტებში ჩართულობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა, ამავდროულად, სიამაყის შეგრძნებაც მოაქვს, როდესაც ვაცნობიერებ, რომ საქართველოს ბანკის თითოეული თანამშრომლის მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი ხდება მსგავსი პროექტების განხორციელება, რომლის ნაწილი მეც ვარ“, – გვიყვება ნინი. 

ის საქართველოს ბანკის გუნდს 2023 წელს შემოუერთდა. იხსენებს, რომ თავდაპირველად მისთვის პროექტების მასშტაბები მოსალოდნელზე დიდი აღმოჩნდა. თუმცა, გამოწვევას არ შეუშინდა და საყვარელი საქმის კეთებას შეუდგა. რესპონდენტი  განმარტავს, საქართველოს ბანკში ყოველი დღე რაღაც ახლის სწავლის და განვითარების უსაზღვრო პოტენციალის აღმოჩენის შესაძლებლობაა. 

შესაძლებლობები სკოლის მოსწავლეებისთვის

როგორც ნინი ამბობს, CSR-ის მიმართულება პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის ახორციელებს. მათ შორის სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის. 

„ჩემი პასუხისმგებლობა მოსწავლეებზე მორგებული პროექტების განხორციელებაა. ამ მიმართულებით, არაერთ პროექტზე ვმუშაობთ და სკოლის მოსწავლეებისთვის ვქმნით ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას, რაც მათ საკუთარი მომავლის უკეთ დაგეგმვაში დაეხმარება. ამის გათვალისწინებით, აღნიშნული პროექტების ძირითადი მიმართულება ახალგაზრდებში STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) და ფინანსური განათლების მიმართულებით ინტერესის გაღრმავებას და ხარისხიან ცოდნაზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად“, – ამბობს ნინი. 

მიაჩნია, რომ ადრეული ასაკიდან მომავლის პროფესიების დაუფლება და STEM-ის შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით ბანკი არაერთ ინიციატივას ახორციელებს და უჭერს მხარს. 

პირველი STEM სკოლა 

დასახული მიზნების მისაღწევად, საქართველოს ბანკმა, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით საქართველოში პირველი STEM სკოლა შექმნა, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, დაესწრონ ონლაინ გაკვეთილებს, შეისწავლონ STEM მეცნიერებების ბაზისები და შეიქმნან საფუძველი მომავალი განვითარებისთვის. 

STEM სკოლა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტია, რომელსაც საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით ახორციელებს. ეს არის ონლაინ კურსი, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეები სახლიდან გაუსვლელად შეისწავლიან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.   წელიწადში 60 საუკეთესო მოსწავლეს რეგიონიდან კი გადაეცემა საქართველოს ბანკის სტიპენდია და კურსის გასავლელად საჭირო მოწყობილობები. ჩემთვის ყოველთვის გულისამაჩუყებელია ამ მოსწავლეებთან შეხვედრა და მათთან საუბარი. თავად ეს ბავშვები და მათ თვალებში დანახული გულწრფელობა, ენთუზიაზმი და ახლის გაგების წყურვილი ალბათ ის მთავარი მიზეზებია, რატომაც მიყვარს ასე ძალიან  ეს პროექტი და ზოგადად, ჩემი საქმიანობა“ , – გვიყვება ნინი. 

ფინანსური განათლება მოსწავლეებში 

მომავლის პროფესიებთან ერთად, საქართველოს ბანკის CSR გუნდი აქტიურად მუშაობს, რათა ხელი შეუწყოს მოსწავლეებსა და ახალგაზრდებში ფინანსური ცნობიერების ამაღლებას. 

„როგორც ფინანსური ორგანიზაცია, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში საზოგადოების ეკონომიკური წიგნიერების დონის ამაღლებას, რაც დაეხმარება მათ, მიიღონ ინფორმირებული და ეფექტური ეკონომიკური გადაწყვეტილებები. გვჯერა, რომ ფინანსური ცნობიერების ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდანვე ხდება. სწორედ ამიტომ, შევქმენით  მოსწავლეებზე მორგებული აპლიკაცია sCoolApp-ი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მათ, თავად მართონ საკუთარი ფინანსები, მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ – დაეუფლონ ეკონომიკის საბაზისო პრინციპებს, ითამაშონ ფინანსური ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული სახალისო თამაშები და სხვა“ , – აღნიშნავს ნინი. 

ფინანსური ცნობიერების ამაღლების მიზნით საქართველოს ბანკის მხარდაჭერით იმართება ეკონომიკის ოლიმპიადაც. 

ყველაზე ღირებული გაკვეთილი

მთავარი ცვლილება, რაც საქართველოს ბანკში გადმოსვლის შემდეგ ჩემს თავში შევამჩნიე, ალბათ არის ის, რომ საკითხის უფრო ერთიანად, ყველა შესაძლო კუთხიდან დანახვა შევძელი. მსგავს ჰოლისტიკურ მიდგომას ჩემი წინა გამოცდილებებით აქამდეც ვცდილობდი, მაგრამ უშუალოდ აქ მუშაობის პროცესმა ნათლად დამანახა და ბოლომდე გამაცნობიერებინა, რას ნიშნავს და რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც საკითხს უყურებ არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ჭრილით, არამედ მასშტაბურად, უფრო დიდ სურათად. საკუთარი აზროვნების ჩარჩოების აღმოჩენა და შემდეგ მათი გადალახვა არის, ჩემი აზრით, ყველაზე რთული რამ აზროვნების პროცესში და ის მთავარი უნარი, რასაც ალბათ შედარებით გვიან მივაგნებდი, რომ არა ამ ორგანიზაციაში მუშაობა“, – ამბობს ნინი.

მუდმივად ახლის ძიების სურვილი, როგორც მთავარი ღირებულება

„ვფიქრობ, საქართველოს ბანკის გუნდის მთავარი ღირებულება მუდმივად ახლის ძიების სურვილია. ჩვენი სლოგანი „არ გაჩერდე“-ც, იდეალურად გამოხატავს ჩვენი დიდი გუნდის იდეას. დღევანდელი სამყარო მუდმივად იცვლება. რის გამოც, ხშირად რთულია დაეწიო პროცესებს. ყოველდღიურად სხვადასხვა გუნდთან მუშაობისას ვგრძნობ, რომ არგაჩერება და მუდმივად ახლის ძიების სურვილი არის ის მთავარი კომპონენტები, რომლებიც წინსვლას განაპირობებს. გუნდში მუდმივად ვცდილობთ ვიხედებოდეთ რამდენიმე ნაბიჯით წინ და არ მოვდუნდეთ მაშინაც კი, როცა ჩვენი იდეა  წარმატებას მიაღწევს. ვიცით, რომ სიახლე ყოველთვის საჭიროა და ეს გუნდში იმდენად ორგანულად იგრძნობა, რომ შეუძლებელია ფეხი არ აუწყო და შენც ამ რიტმზე არ გადმოერთო. ეს ყველაფერი კი, რასაკვირველია, ხარისხის სტანდარტის დაცვით კეთდება. ასეთი მიდგომა, ჩემი აზრით, პიროვნული და კარიერული განვითარების გარანტიას იძლევა“, – ამბობს ნინი. 

[R]

ალდაგის საერთაშორისო რეიტინგი გაუმჯობესდა

Petra Group-სა და ANAGI-ს შორის პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა