in

#არგადადო ლოგოს შექმნა – სააგენტო ALIENS-ის კონკურსი და უფასო მომსახურება გამარჯვებულებს

13 მაისიდან, კრეატიული სააგენტო ALIENS Covid-19-ის გამო, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი სტარტაპებისა და კერძო კომპანიებისთვის CSR კამპანია #არგადადოს ფარგლებში, კონკურსს აცხადებს.

BOG
BOG

ნებისმიერ შერჩეულ კომპანიას საშუალება ექნება, უსასყიდლოდ მიიღოს ლოგო, ხოლო მათგან ერთ-ერთმა, დამატებით, ბრენდბუქიც (ბრენდის სახელმძღვანელო).

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია, კომპანიამ/სტარტაპმა 20 მაისის 23:59-მდე შეავსოს აპლიკაციის ფორმა.

კონკურსის მიზანია, ერთად დავძლიოთ კრიზისული მდგომარეობა. ყველასთვის გასაგები ვითარების პირობებში გვსურს, ჩვენი კამპანია #არგადადოს ფარგლებში ბიზნესს მოვუწოდოთ – არ გადადონ საქმიანობა. ამ ეტაპზე დავეხმარებით, რომ შექმნან (ან განაახლონ) თავიანთი კომპანიის ლოგო და ბრენდბუქი. ვფიქრობთ, ინიციატივა განსაკუთრებით სასარგებლო სტარტაპერებისთვის იქნება, რადგან ვიზუალური იდენტობის შექმნით, მათ შესაძლებლობა აქვთ, წამოწყება ახალ ეტაპზე გადაიყვანონ – რატი გველესიანი, ALIENS-ის დამფუძნებელი.

როგორც რატი გველესიანი ამბობს, კონკურსში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ კომპანიასა და სტარტაპს შეუძლია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. „ახალი ლოგო და ბრენდბუქი შეიძლება დასჭირდეს უკვე მოქმედ, ბაზარზე არსებულ კომპანიასაც. შესაბამისად, ველოდებით ყველას“.

აპლიკაციების მიღება დაიწყება 13 მაისიდან და გაგრძელდება 20 მაისის 23:59-მდე.

ერთი კვირის განმავლობაში, მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა, რის საფუძველზეც უნდა შეირჩეს ის 10 კომპანია, რომელსაც ALIENS-ის მომსახურება ყველაზე მეტად სჭირდება და გამოადგება. ათივე შერჩეულ კონკურსანტს დაუმზადდება ლოგო, ხოლო მათგან ერთს, როგორც უკვე აღვნიშეთ, დამატებით, ბრენდბუქი.

კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიმართოთ სააგენტოს ოფიციალურ Facebook-გვერდს.

„კარანტინში დაბადებულები“ ახლა და „ესპანური გრიპის“ დროს – 100 წლის ანიტა Facebook-ის კამპანიაში

favoriteshop.ge – ყველაფერი, რაც გვიცავს COVID 19-ისგან ახლა უკვე ერთ ონლაინ მაღაზიაში