in

არგენტინაში აღმოჩენილ დინოზავრს პატარა ტვინი და მოკლე წინა კიდურები აქვს

პალეონტოლოგებმა არგენტინაში დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელსაც ტირანოზავრების მსგავსად, პატარა წინა კიდურები აქვს. დინოზავრი, სახელად Guemesia Ochoai, მტაცებელთა ჯგუფს — აბელისაურიდებს მიეკუთვნება, რომლებიც ევროპაში, აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა და ინდოეთში, გადაშენებამდე, დაახლოებით, 66 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ.

M2
M2

Guemesia Ochoai არის ერთადერთი თავის ქალა, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ არგენტინაში იპოვეს და ის 70 მილიონი წლისაა. სხვა აბელისაურიდებისგან განსხვავებით, ეს არის ყველაზე პატარა ტვინის მქონე აბელისაურიდი, რომელიც ამ დრომდე აღმოჩენილა. 

აბელისაურიდები მცირე ზომის წინა კიდურების, მაჯის ძვლებისა და იდაყვის მოძრავი სახსრების გამოყენებას ვერ ახერხებდნენ. მართალია, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტირანოზავრებს უფრო გრძელი და დაკუნთული კიდურები ჰქონდათ, მაგრამ აბელისაურიდებს მაინც შეეძლოთ მათზე ბევრად დიდი მტაცებლის დაჭერა. ეს კი მათი ძლიერი ყბისა და ბასრი კბილების დამსახურება იყო. 

აღნიშნული სახეობა სამხრეთ აფრიკაში იმაზე ბევრი აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ. როგორც ჩანს, სამხრეთ კონტინენტის, გონდვანას, დაშლის შემდეგ ისინი სხვადასხვა ეკოსისტემასთან ადაპტირდნენ. თითქმის ყველა აბელისაურიდის ნამარხი აქამდე პატაგონიაში იყო ნაპოვნი. მათ ბევრი ფიზიკური მსგავსებაც აქვთ, მაგრამ Guemesia Ochoai, რომელიც არგენტინის ჩრდილო-დასავლეთში აღმოაჩინეს, ბევრად განსხვავებულია. დიდი ალბათობით, ამ განსხვავებების მიზეზს მისი შედარებით თბილ კლიმატში ცხოვრება წარმოადგენს. მაგალითად, თავის ტვინზე არსებული ხვრელები, რომლითაც ფიქრობენ, რომ დინოზავრი თავს იგრილებდა… ეს მახასიათებელი კი არ ისე სასარგებლო უნდა ყოფილიყო სამხრეთ არგენტინაში.

ნამარხების შესწავლა კვლავ გრძელდება. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ისინი არგენტინაში აბელისაურიდების შთამომავლებს კიდევ აღმოაჩენენ.

#პორტფოლიო: 10 პრინტი Kraken-ის ნამუშევრებიდან

ძველი შენობის ახალი სიცოცხლე — N1 პურის ქარხანაში “აჭარაბეთის“ მაღალტექნოლოგიური ოფისი გაიხსნა