in

რატომ შეიქმნა ალექსანდრე ბასილაიას „არგოს“ ქავერ ვერსია „კ’არგო“?!

„ეს არის საკმაოდ ძველი და ნოსტალგიური სიმღერა, რომელიც სხვადასხვა თაობას აერთიანებს, მათთვის ძალიან თბილი და ახლობელია, დიდი ისტორიის მატარებელია. ასეთივე ღირებილებები აქვს ბრენდ „არგოს“. ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ამ სიმღერის ახალი ვერსია – კ’არგო”– ამბობს „არგოს“ ბრენდ პორტფოლიოს მენეჯერი შოკო ჩაჩუა. მისი თქმით, ალექსანდრე ბასიალაიას „არგო-ივერიას“ ქავერ ვერსიით კიდევ ერთი ლეგენდა შეიქმნა.

BOG
BOG

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/marketer.ge/videos/1621108424635629/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

სიმღერას ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ ასრულებს და მისი პრემიერა რამდენიმე დღის წინ შედგა.

„ ეს ჯგუფი საუკეთესო არჩევანია, როცა გინდა, ძველი, საყვარელი და ეროვნული პროდუქტის „რიმეიქი“ გააკეთო“, – ამბობს შოკო ჩაჩუა.

სიმღერის ქავერ ვერსია „გამოუვალი მდგომარეობის“ ერთ-ერთ წევრს, დავით გაბუნიას ეკუთნის. მან შექმნა  ტექსტიც, რომელზეც ივენთ კომპანია Cosmologic-ის დამფუძნებელ ირაკლი კალანდაძესთან ერთად იმუშავა.

„ ტექსტზე მუშაობისას, რამდენიმე მიზანი გვქონდა. პროექტი ლუდ „არგოსთან“ ერთად განხორციელდა. ამიტომ, მათი ჩართულობა უნდა გამოჩენილიყო, თან ისე, რომ არ ყოფილიყო გამაღიზიანებელი. ასე შევარჩიეთ სახელი „კ’არგო“. გარდა ამისა, „გამოუვალი მდგომარეობისთვის“ უნდა შეგვექმნა სრულიად ახალი ტექსტი, რომელიც ყველასთვის გასაგები და მისაღები იქნებოდა“, – ამბობს ირაკლი კალანდაძე.

შოკო ჩაჩუა ამბობს, რომ „არგოს“ მომხმარებლებთან კომუნიკაცია მეგობრობას, სიკეთეს, სიახლეს აერთიანებს. მისი თქმით, სწორედ ეს იყო ამოსავალი წერტილი „კ’არგოს“ ტექსტის შემთხვევაში.

სიმღერის კლიპი კომპანია Cosmologic-მა გადაიღო, რეჟისორი კი რატი რამიშვილია, რომელიც „გამოუვალი მდგომარეობის“ სხვა ვიდეო რგოლებზეც მუშაობდა.

„ჩანაფიქრი იყო ის, რომ სიმღერის და ტექსტის ემოცია ზუსტად წამოსულიყო კლიპიდან. საამისოდ, ყველაზე  უკეთეს საშუალებად, მაყურებლისთვის კონცერტზე დაკრული „ლაივის“ ჩვენება მივიჩნიეთ. არ ვიცი, ასეთი ემოცია, კიდევ რას შეიძლება ჰქონოდა“ – ამბობს ირაკლი კალანდაძე.

აღსანიშნავია, რომ სიმღერას „არგო-ივერია“ (მუსიკა – ალექსანდრე ბასიალაია, ტექსტი – ჯემალ ბაღაშვილი), სხვადასხვა დროს, ასრულებდნენ ანსამბლი „ივერია“, თამარ გვერდწითელი და ა.შ.

ვაა’ – ფერწერული შედევრები მინიატურულ მოლბერტებზე – ვაჟიკო შანიძის ხელნაკეთი სტარტაპი

2 კამერა სელფისთვის! Sony-ს ახალი სმარტფონი Xperia XA2 Ultra!