არგომ, რებრენდინგის პირველ ეტაპთან დაკავშირებით, განსხვავებული შეფუთვის ლუდის ლიმიტირებული სერია “არაჩვეულებრივი გამოფენა” გამოუშვა. შეფუთვაზე დატანილია 11 თანამედროვე ქართველი მხატვრის 15 ნამუშევარი, რომლებიც საწყის ეტაპზე, 120 000 ბოთლს დაამშვენებს და რომელთა შეძენა თვენახევრის მანძილზე იქნება შესაძლებელი. კამპანიის ფარგლებში, ამ დიზაინებით დამზადდება მაისურები და ჩანთები, ხოლო არგოს რებრენდინგის ძირითადი ეტაპი აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყება.
შოკო ჩაჩუა, “არგოს” ბრენდ პორტფოლიოს მენეჯერი: “არგოს სრული რებრენდინგი აგვისტოს შუა რიცხვებიდან არის მოსალოდნელი. ეს დროებითი შეფუთვაა, რომელიც ყოველწლიური ინიციატივა იქნება – “არაჩვეულებრივი გამოფენა” თანამედროვე გმირებისა, არტისტებისა. გამოფენაში 11 არტისტი ჩაერთო და კოლექცია 15 დიზაინით არის წარმოდგენილი. რაც შეეხება რებრენდინგს, ახალ ლოგოზე მუშაობდა ბრიტანული სააგენტო Stranger And Strangers, რომელიც ალკოჰოლის სფეროში არის სპეციალიზებული.
Credits:
ვანო საღინაშვილი (Van Sage)
მუსია ქებურია
თამუნა წახნაკია (Tam Oonz)
სანდრო ბაღაშვილი
გვანცა ჩიჯავაძე
ლევან ამაშუკელი (zmudart)
მიშიკო სულაკაური
გიორგი გამეზარდაშვილი (Gamez)
Titishka Ti
სანდრო წივწივაძე
მიშკა ნემსაძე
Nina Eki
შოთა უჯმაჯურიძე
ნატუკა ნაცვლიშვილი