2019 წლის 31 ივლისს, Royal Swinkels Family Brewers-მა ლუდსახარში „არგოს“ 40% იყიდა, რითაც ქართულ ბაზარზე საკუთარი წილი 15%-მდე გაზარდა.
როიალ სვინკელსების ბრენდი ბავარია პირველად საქართველოში 2016 წელს გამოჩნდა, რომელსაც სალიცენზიო შეთანხმებით, რეგიონში ლუდსახარში ზედაზენი აწარმოებს. ხოლო 2017 წლიდან, „არგოსთან“ ერთად, მეორე ბრენდი, „ჰოლანდიაც“ ჩაუშვა.
როიალ სვინკელების ლუდსახარშმა ამ გადაწყვეტილებით ბიზნესის ზრდის ახალი გეგმები დასახა. თუ აქამდე, ლუდის სხვადასხვა ბრენდის ექსპორტი ნიდერლანდებიდან და ბელგიიდან მათი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი იყო, ახლა ოჯახს სურს, ბაზარზე ზრდა ლოკალური პროდუქციის წარმოებითაც დააჩქაროს.
„არგოს 40%-იანი წილის შესყიდვა ხაზს უსვამს მათ ხანგრძლივ ინტერესს – დარჩნენ საქართველოს ლუდსახარშ ბაზარზე და შესაძლოა, საქართველო მათთვის ერთ-ერთ მთავარ საწარმოო ქვეყნადაც კი იქცეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
Peer Swinkles, Royal Swinkles Family Brewers-ის აღმასრულებელი დირექტორი: „ეს ჩვენი ზრდისთვის სასარგებლო ნაბიჯია. საქართველოს ბაზარი ჩვენი ბრენდებისთვის დიდი პოტენციალია. ტურიზმისა და ლუდის ბაზრის სისტემატური ზრდის გამო, ჩვენთვის აქაურობა საინტერესოა. ქვეყნის მდებარეობა ევროპა-აზიის გასაყარზე კი საექსპორტოდ ხელსაყრელ გარემოს გვაძლევს. ამ წილის შესყიდვით ვადასტურებთ „არგოსთან“ წარმატებულ ურთიერთობას და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო გავაფართოვებთ ურთიერთობებსა და კონტრაქტს“.
არგოს გენერალური მენეჯერი, ვასილ სულხანიშვილი: „საქართველოში ლუდის ბაზარი მზარდი და დინამიკურია. ჩვენი კოლაბორაცია Royal Swinkels Family-სთან, უფრო დიდი როლის თამაშის საშუალებას გვაძლევს ამ ბაზარზე“. კასტელის ლუდსახარშმა ქარხანამ არგოს წარმოება 1994 წელს დაიწყო. ახლა ლუდსახარშს „არგოს ლუდსახარში კომპანია“ ეწოდება და მისი პორტფოლიო ოთხ ბრენდს მოიცავს, ესენია: არგო, ჰერცოგი, ჰოლანდია და კონიგ პილცნერი. ლუდსახარშს 1 მილიონი ჰექტოლიტრის წარმოების საშუალება აქვს და 335 თანამშრომელი ჰყავს. Royal Swinkels Family Brewers-თან ერთად, არგოში თავიანთი წილი აქვთ ვასილ სულხანიშვილსა და კოკა-კოლას.
რაც შეეხება Royal Swinkels Family Brewers ჰოლდინგ კომპანიას – Royal Swinkels Family Brewers N.V. – ის წევრია. ეს 100%-ით დამოუკიდებელი, ოჯახური ბიზნესია. Swinkles ოჯახის 7 თაობა უძღვებოდა ბიზნესს, რომელიც დღესღეობით, მოიცავს ლუდსახარშებს სხვადასხვა ლოკაციაზე: ნიდერლანდებში, ბელგიასა და ეთიოპიაში. ოჯახი, ასევე, თანამშრომლობს ლუდსახარშ De Koningshoeven in Berkel-Enschot-თან, ნიდერლანდებში.
ლუდსახარშებს, ჯამურად, შეუძლიათ 8 მილიონი ჰექტოლიტრი ლუდისა და 856000 ჰექტოლიტრი გამაგრილებელი სასმელის წარმოება (2018 წლის მონაცემებით).
ოჯახი ასევე ფლობს 2 ალაოსგადამამუშავებელ ქარხანას, რომელმაც 2018 წელს 336 000 ტონა ალაო აწარმოა. რაც შეეხება Cerex-ს, ის ყოველწლიურად, დაახლოებით, 4000 ტონა ალაოს აწარმოებს.
2018 წელს ოჯახის ბიზნესის წევრი გახდა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ლუდის იმპორტიორი – Bier&cO.
2019 წლის 27 მარტს, ჰოლდინგმა მიიღო ტიტული „სამეფო“, ამის შემდეგ, ისინი იწოდებიან, როგორც Royal Swinkels Family Brewers.