საქალაქთაშორისო გადაადგილება საქართველოში საკმაოდ აქტუალურია. მაგალითად, 2018 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 + ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 985.4 ათასით განისაზღვრა, ხოლო რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 583.2 ათასია. გარდა ამისა, სეზონურად, შეიმჩნევა ზრდის ტენდენცია ადგილობრივ, თუ ტურისტულ ნაკადშიც. შესაბამისად, ცალსახაა მაგისტრალებზე კვებისა და დასვენების ობიექტების არსებობის საჭიროება.
აქამდე, ავტომაგისტრალებზე სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტს ვხვდებოდით, მათი უმეტესობა კონკრეტული დასახლების მაცხოვრებლების ადგილობრივი ბიზნესია, მწირი შეთავაზებებით. შესაბამისად, გზებზე იშვიათად თუ შეხვდებოდით ობიექტებს, სადაც მრავალმხრივი მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. მრავალმხრივ მომსახურებაში ვგულისხმობთ კვებას, დასვენებას, ბანკითა თუ აფთიაქით სარგებლობას, ამავდროულად, საწვავის შევსებას/ელექტრომობილის დამუხტვას და ა.შ.
მსოფლიოს მასშტაბით, ავტომაგისტრალებზე მრავლად გვხვდება მრავალფუნქციური კომპლექსები. საქართველოში, მსგავსი პრაქტიკა 2011 წელს, „ვისოლ ჯგუფმა“ შემოიტანა. სწორედ ამ დროს გაიხსნა პირველი „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი“, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე. „ვისოლ ჯგუფის“ ინფორმაციით, აღნიშნული კომპლექსი ბრიტანულმა გამოცემა „ტელეგრაფმა“ მსოფლიოს საუკეთესო დიზაინის მქონე ავტოგასამართი სადგურების სამეულში შეიყვანა. რამდენიმე დღის წინ კი „ვისოლ ჯგუფმა“ კიდევ ერთი, რიგით მეორე მულტიფუნქციური ობიექტი, ზესტაფონი-ქუთაისის ავტომაგისტრალზე, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე გახსნა.
27068 კვ.მ.-ზე განთავსებული „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის“ შექმნისთვის „ვისოლ ჯგუფმა“ მსხვილი ინვესტიცია განახორცელა და 200-მდე სამუშაო ადგილი შექმნა. ჯგუფში შემავალი შვილობილი კომპანიების: „ვისოლის“, „სმარტის“, „ვენდის“, „დანკინის“ ობიექტების გარდა, კომპლექსი ავტომომსახურების კუთხეს, ელექტრომობილების დამტენ სადგურს, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრ „ლაზიკას“, „ბიბლუსის“ მაღაზიას, ბანკისა და აფთიაქის ფილიალს მოიცავს. კომპლექსის ტერიტორიაზე გამოყოფილია სატვირთო მანქანების, ავტობუსებისა და მსუბუქი მანქანების პარკირების ზონაც.
აღსანიშნავია, რომ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსში წარმოდგენილი „სმარტი“ სულ სხვანაირია. შეგახსენებთ, რომ ახალ ფორმატზე გადასვლის შემდეგ, „სმარტი“ მხოლოდ „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებსა და მაგისტრალებზე არსებულ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსებში, Convenience Store-ის ფორმატში განაგრძობს განვითარებას. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს თანამედროვე და მომხმარებლის პოზიტიურ გამოცდილებაზე ორიენტირებულ მიდგომას. ამ კუთხით, განწყობის შესაქმნელად, არგვეთაში არსებულ კომპლექსში, „სმარტის“ სივრცე თემატური ილუსტრაციებით მხატვარ-მონუმენტალისტმა George Gamez-მა მოხატა. შედეგად კი, როგორც „ვისოლში“ ამბობენ, გზად იტალიური ყავის, „სმარტის“ ექსკლუზიური იმპორტის პროდუქტების, საკონდიტრო ნაწარმის, პურფუნთუშეულისა თუ სხვა ადგილობრივი წარმოების პროდუქტების შეძენა და დაგემოვება, განსხვავებულ და სასიამოვნო გარემოშია შესაძლებელი.
„საქართველო დღითიდღე უფრო საინტერესო ხდება უცხოელი ტურისტებისათვის და გადამზიდავი კომპანიებისათვის. ასეთი კომპლექსის არსებობა კი, სადაც მულტინაციონალური ბრენდებია წარმოდგენილი და ყველა საჭირო მომსახურების მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი, მათ მოგზაურობას საქართველოში და საქართველოს გავლით გაცილებით უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის. დღესდღეობით, ტურიზმის ხელშემწყობი მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნა სტრატეგიულად მნიშველოვანია, შესაბამისად, გვეამაყება, რომ „ვისოლ ჯგუფს“ თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებაში“, – აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.
სუპერმარკეტი, კაფე, ამერიკული რესტორნები, საინფორმაციო კუთხე ტურისტებისთვის, წიგნის მაღაზია, ავტომომსახურება, ავტოგასამართი სადგური როგორც საწვავზე მომუშავე მანქანებისთვის, ასევე, ელექტრომობილებისთვის, ბანკი, აფთიაქი – ეს ყველაფერი ერთ სივრცეში იყრის თავს და ეს არის „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ახალი კომპლექსის უნიკალური შეთავაზება მგზავრებისათვის.
„ვისოლ ჯგუფის“ ინფორმაციით, სამომავლოდ, იგეგმება როგორც არსებული ობიექტების განახლება, ასევე, საქართველოს მასშტაბით, რამდენიმე ახალი მიმართულების ათვისება. ესენია – ბორჯომი, ოქროყანა, რუსთავი, ზუგდიდი და ა.შ. შესაბამისად, მოსალოდნელია საქალაქთაშორისო გადაადგილებისას, შესვენების პრაქტიკას, კვების გარდა, სხვა კომპონენტებიც დაემატოს – შეიცვალოს საქართველოს შიგნით, ტურისტული, თუ სხვა მიზნით გადაადგილებისას, მოგზაურობის დაგეგმვისა, თუ მიმდინარეობის პროცესი. რაც „შუა გზაზე“, მრავალფეროვანი მომსახურების მიღების შესაძლებლობით იქნება გამოწვეული.
[R]