ერთი შეხედვით, ბაზარი ყველისა და რძის პროდუქტების ნაკლებობას არ განიცდის, თუმცა არც ისე მარტივია ნატურალური, ხარისხიანი პროდუქციის პოვნა. სწორედ ამან გადააწყვეტინა „არიას“ ბრენდის შემქმნელებს 100%-ით ნატურალური ყველისა და რძის პროდუქტების წარმოება.

ყველაფერი სამეგრელოში, სენაკის რაიონის სოფელ მენჯში, თხის ფერმით დაიწყო. დღეს, აქ 60 ჰა მიწის ფართობზე, ფერმის გარდა, რძის პროდუქტების თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმოა განთავსებული და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ფუნქციონირებს. „არია“ 50-მდე სახეობის რძის პროდუქტს ქმნის. საწარმო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ხარისხს, ამიტომაც ძროხის, თხისა და კამეჩის რძისგან დამზადებული პროდუქცია 100%-ით ნატურალურია და არანაირ დანამატსა და კონსერვანტს არ შეიცავს. ფერმაში ეკოლოგიურად სუფთა გარემოა მოწყობილი და რეგულარულ შემოწმებას ექვემდებარება. როგორ იქმნება ქართული ბრენდის ხარისხიანი პროდუქცია, „არიას“ კომერციული დირექტორი თათა ქურხაშვილი გვიამბობს.
M: „არიას“ საქმიანობა რძის პროდუქტებს უკავშირდება. რა პერსპექტივა დაინახეთ ბაზარზე, რამაც ამ მიმართულებით საქმიანობის წამოწყება გადაგაწყვეტინათ?
საკმაოდ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო ამ მიმართულებით საქმის წამოწყება. შრომატევადი პროცესია ხელმძღვანელობდე ფერმას, რძის გადამამუშავებელ საწარმოს, რაც მთავარია, იყენებდე მხოლოდ საღ რძეს და ქმნიდე 100% ნატურალურ პროდუქტს. გადამწყვეტია მაღალი კომპეტენცია, დიდი ძალისხმევა და ამ საქმის სიყვარული, რათა სასურველ შედეგს მიაღწიო. ყველაფერი უნდა გადადო და ყოველდღე იზრუნო, პირობითად, ფერმის ბინადრების ჰიგიენაზე, ჯანმრთელობასა და სწორ კვებაზე. შემდეგ, თითოეული პროდუქტი სიყვარულით შექმნა. ეს შეუქცევადი პროცესია. სასიხარულოა ის, რომ „არიას“ პროდუქციის წარმოების პროცესში ადგილობრივები არიან ჩართული.
ჩვენი მთავარი მოტივაცია სწორედ ნატურალური და გემრიელი ყველისა და რძის პროდუქტით კმაყოფილი მომხმარებელია.
ჯანსაღ და დაბალანსებულ კვებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენი იდეაც ეს იყო – გვეკეთებინა საქმე, რომელიც ბიზნესიც იქნებოდა და ამასთან ერთად, სარგებელს მოუტანდა თითოეულ მომხმარებელს.
M: როგორია ნიშა, რომლის დაკავებაც გადაწყვიტეთ, „არიას“ გუნდმა?
ყოველთვის, როდესაც საკითხი არიას ბრენდის პროდუქციას შეეხება, მომხმარებელმა დარწმუნებით უნდა იცოდეს, რომ თითოეული პროდუქტის წარმოებისთვის მხოლოდ ნედლ, პასტერიზებულ რძეს ვიყენებთ. ასეა ახლა და ასე იქნება მომავალშიც. „არიას“ პროდუქციამ ბაზარზე განსაკუთრებული ნიშა თავად დაიკავა. ჩვენი ერთგული მომხმარებელი ჯანსაღ, ნატურალურ და გემრიელ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას.
M: როგორია „არია“, როგორც ბრენდი?
„არია“ ახალგაზრდა და ჯანსაღი ბრენდია. ჩვენი პოტენციური მომხმარებელია ის, ვინც სწორ, დაბალანსებულ და ამავდროულად გემრიელ კვებაზე აკეთებს არჩევანს. ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატურალური ყველისა და რძის პროდუქტის მიღება, ისევე, როგორც მოზრდილებისთვის. ჩვენ გვირჩევენ ისინიც, ვინც აქტიურად ვარჯიშობს, რადგან რძე და რძის პროდუქტები ვიტამინებთან ერთად კალციუმისა და პროტეინის საბადოდ მიიჩნევა. ჩვენი აქტიური მომხმარებელია, ასევე, ჰორეკა სექტორი და შეფმზარეულების ის ნაწილი, რომელიც მომხმარებელს მუდამ ხარისხიან პროდუქტს სთავაზობს.
M: როგორი იქმნება თქვენი ნატურალური პროდუქტი?
ქართველი, ჰოლანდიელი და იტალიელი ტექნოლოგების ერთობლივი ძალისხმევით, შევიმუშავეთ რძის პროდუქტის 50-მდე სახეობა, რომელიც მხოლოდ ნედლი, პასტერიზებული რძისგან მზადდება, არანაირ დანამატსა და კონსერვანტს არ შეიცავს და შესაბამისად 100% ნატურალურია. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ჩვენი რძის პროდუქტების კონსისტენცია და არომატი ცვალებადია. მათი გემო პირდაპირ ფერმის ბინადრების მენიუზე, სეზონსა და ამინდზეა დამოკიდებული. ამიტომაც არის ჩვენი პროდუქტი სასარგებლო და გემრიელი. ძალიან მნიშვნელოვანია შენახვის პირობების დაცვა, რადგან ნატურალური პროდუქტი მალფუჭებადია.
„არიას“ ადგილობრივი ჯიშის თხები ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ბინადრობენ. მათ რეგულარულად უტარდებათ სამედიცინო შემოწმება. თხები ადგილზე მოყვანილი ბალახითადა მარცვლეულით იკვებებიან. მათი წველა მსოფლიო ლიდერი შვედური კომპანია DeLaval-ის საწველი ხაზით ხდება. ეს რაც თხების ჯანმრთელობას და შედეგად, არიას პროდუქციის სიჯანსაღესა და უვნებლობას უზრუნველყოფს.
M: რა გეგმები გაქვთ, ბიზნესის განვითარების კუთხით?
ამ ეტაპზე, გვაქვს მაღაზია თბილისში, ირაკლი აბაშიძის 56-სა და ბათუმში, ზურაბ გორგილაძის 88, „ბათუმი მოლის“ შენობაში. ასევე, აქტიურად ვთანამშრომლობთ ჰორეკა სექტორთან. სამომავლოდ, ქსელის გაფართოებას ვგეგმავთ. რაც შეეხება პროდუქციის მრავალფეროვნებას, მუდმივად ვამატებთ ახალ, განსხვავებულ სახეობებს.
[R]