13
Mar
2017

არია სტარკი, Converse–ის კედებით, ბრენდის უცნაურ სარეკლამო ვიდეორგოლში

13 Mar 2017

Elit Electronics
Elit Electronics


ახალგაზრდები მათი ოცნებებითა და შეხედულებებით, უცნაური დაუმთავრებელი ფრაზები და ერთმანეთისგან აზრობრივად განსხვავებული წინადადებები, უჩვეულოდ მრავალფეროვანი კადრები და ბევრი ცნობილი სახე… ასე გამოიყურება Converse–ის ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი სახელწოდებით Forever Chuck–ი. ამ უჩვეულო, მაგრამ საკმაოდ ეფექტური ვიდეორგოლიდან, შესაძლოა, ბევრი ვერაფერი გაიგოთ, მაგრამ იმას მაინც ამოიცნობთ, რომ ყველას ბრენდის კედები აერთიანებს და მიუხედავად წარმატების, ასაკის თუ საზოგადოებრივი სტატუსისა, ისინი მაინც ყოველთვის აქტუალურია.

 

უცნაურია, გაურკვეველი, უაზრო, თუ ღრმა არსის მატარებელი, ფაქტია, რომ რგოლმა სულ რაღაც 2 დღეში 4 მილიონზე მეტი მნახველი დააგროვა. თუმცა, ბრენდი ამას ალბათ ყველასთვის კარგად ნაცნობი “სამეფო კარის თამაშების” ერთ–ერთი ყველაზე მამაცი პერსონაჟის, არია სტარკის შემსრულებელ მეისი ვილიამსა და სხვა ცნობილ მოდელებსა თუ მომღერლებს უფრო უნდა უმადლოდეს.

განხილვა