30
Dec
2015

#არიბოდიალო – BLU-ს კამპანია საქართველოში

30 Dec 2015



უკანასკნელ დღეებში – კლუბური ცხოვრების მოყვარულებს ალბათ ხშირად მოგხვდათ თვალში ჰეშტეგი BLU #არიბოდიალო, ეს იმიტომ რომ ენერგეტიკულმა სასმელმა BLU-მ სააგენტო Potters-თან ერთად დაიწყო მეტად მნიშვნელოვანი სოციალური მედია კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს – ქართველ ახალგაზრდობას შეაჩვიოს ერთერთი უმთავრესი ქცევის წესი კლუბებსა და ფესტივალებზე – შეწყვიტონ უგზო უკვლოდ გადაადგილება საცეკვაო მოედანზე. მარკეტერი პროექტის ავტორებს ესაუბრა:

M: როგორ გაჩნდა ასეთი კამპანიის შექმნის იდეა და როგორ განვითარდა?

საქართველოში უკვე აქტუალურად იკიდებს ფეხს – ელექტრონული მუსიკა, ტარდება უამრავი ფესტივალი და ივენთი და შესაბამისად საჭირო ხდება საზოგადოებაში შესაბამისი ქცევითი კულტურის ჩამოყალიბებაც. ყველამ უნდა იცოდეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერ ღონისძიებაზე – სხვისი პირადი სივრცისა და კომფორტის დაცვა.

 

blu-sopo

#არიბოდიალო-ს კამპანია უკვე დაახლოებით ერთი თვეა რაც აქტუალურად მიმდინარეობს BLU-ს ფეისბუქ გვერდზე და აქვს უამრავი გამოხმაურება… აღნიშნულ საკითხისადმი დამოკიდებულება ირონიანარევი კრიტიკაა – რაც საკმაოდ აქტუალური მიდგომაა თანამედროვე სოციალურ ქსელში – აქედან გამომდინარე მომხმარებლებიც აქტიურად აფიქსირებენ აღნიშნული პრობლემისადმი პროტესტს და ასევე ცდილობენ ამოიცნონ მათი მეგობრები,  რომლებსაც აშკარად სჭირდებათ მოწოდება #არიბოდიალო.

M: რა აქტივობებს მოიცავს კამპანია?

გარდა ვირტუალური სივრცისა – კამპანიის ნაწილია უშუალოდ ფესტივალებზე მონაწილეობაც. BLU-მ დაასპონსორა კლუბ Sabagiro-ს ოფიციალური პრეზენტაციის ივენთი სადაც ინტერიერის გაფორმებისას უმეტესი წილი სწორედ აღნიშნულ თემას დაეთმო – მოკლედ რომ ვთქვათ BLU-მ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ღონისძიების სტუმრებს არ ებოდიალათ და მაქსიმალური სიამოვნება მიეღოთ Rone-ს მუსიკისგან.

blueibodialo

M: რომ შევაჯამოთ რა არის თქვენი კამპანიის საბოლოო მიზანი?

საბოლოო მიზანი – რისი მიღწევაც BLU-ს #არიბოდიალო-ს კამპანიით სურს არის ის რომ მომხმარებლებმა საკუთარი ინსტინქტის დონეზე გაითავისონ აღნიშნული პრობლემის აქტუალურობა და შინაგანი ბუნებაც კი უკრძალავდეთ მათ – ღონისძიების მთელს ტერიტორიაზე გაუაზრებელ და უმიზნო გადაადგილებებს. ანუ მარტივად რომ ვთქვათ კლუბი უნდა იქცეს ადგილად – სადაც უნდა იცეკვო, გაერთო, ენერგია დახარჯო და #არიბოდიალო

blumeko

განხილვა