15
ივნ
2017

•აიისა • – ქართული პრეზერვატივის ახალი ბრენდი

15 ივნ 2017



•აიისა პრეზერვატივის ქართული ბრენდია. “სტარტაპის” იდეა, ანანია გაჩეჩილაძეს ბაზარზე ერთფეროვნებისა და მოთხოვნა­-მიწოდებას შორის არსებული ხარვეზის გამო გაუჩნდა. მისი თქმით, ბრენდის მსუბუქი სარკაზმი კონცეფციის შესაბამისია.

BOG PLUS

“•აიისა • პრემიუმ ხარისხის, სპეციალურად ქართულ ბაზარზე მორგებული ბრენდია, კოლექციები კი მუდმივად განსხვავებული და თემატურია (3 ერთეული ცალი თითოეულში). სტარტაპის სლოგანია „ყველგან, სადაც შედიხარ“ და პროდუქციის შეძენა ზაფხულის განმავლობაში დაგეგმილ  ფესტივალებზეა შესაძლებელი.  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ბრენდის სავაჭრო აპარატები მალე, ეტაპობრივად, გამოჩნდება. •აიისა • -ს მიზანი სტერეოტიპების ნგრევაა, რაც  სექსის და სექსუალობის ადეკვატურად გააზრებას უწყობს ხელს. ბრენდის მუდმივი და სხვადასხვა კამპანიის ფარგლებში არსებული კოლექციები კი ამის შედეგი. Tbilisi Open Air-ზე •აიისა • წარმოდგენილი იქნება როგორც კომერციული სტენდით და სპეციალურად ფესტივალისათვის შექმნილი თემატური კოლექციებით (3 ცალი 3 ერთეულიანი კოლექცია), ასევე არის კარვების ქალაქის ოფიციალური პარტნიორი”, – ამბობს ანანია გაჩეჩილაძე.

ბრენდის დიზაინზე სააგენტო Follow Fox მუშაობს.

განხილვა