24
Sep
2018

„არიქა“ – ქართულ ბრენდს ახალი ლოგო აქვს!

24 Sep 2018

არიქა“ „წისქვილი ჯგუფის“ ერთ-ერთი ქვებრენდია, რომელიც მზა კერძებსა და ნახევარფაბრიკატებს აწარმოებს. ბრენდი ინარჩუნებს „წისქვილის“ ქართულ, ტრადიციულ მიმართულებას, თუმცა მისი კონცეფცია, ამჟამად, უკვე ითვალისწინებს კერძების თანამედროვეობაზე მორგებული, მოდერნიზებული მიწოდების ფორმას. „არიქას“ რებრენდინგზე იმუშავა დიზაინერმა, ლაშა გიორგაძემ.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

წლების განმავლობაში მიღებულმა გამოცდილებამ მიგვიყვანა გადაწყვეტილებამდე, შეგვექმნა გაუმჯობესებული სერვისი, რომელიც მოერგებოდა მომხმარებელთა მოთხოვნებს, იქნებოდა თანამედროვე, ახალგაზრდული და კომფორტული. კომპანიის განახლებული კონცეფციიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ლოგოს ცვლილება, – მაიკო გოგიაშვილი, „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი

დიზაინერისთვის მიცემული დავალების მიხედვით, უნდა შექმნილიყო „არიქას“ ლოგო, რომელიც მომხმარებლის ცნობიერებაში აღიქმებოდა, როგორც: ეკომეგობრული, თავისუფალი, თანამედროვე და უშუალო – ბრენდი, რომელსაც ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ადამიანებთან ბევრი საერთო აქვს.

ნამუშევარი behance-ზე.

განხილვა