in

არის თუ არა, ხელოვნური დამატკბობელი შაქარზე სასარგებლო და უსაფრთხო?

მართალია, საქარინი შაქარზე 200-ჯერ ტკბილია, მაგრამ ნულოვანი კალორია აქვს

საქარინი, პირველი ხელოვნური დამატკბობელი, შემთხვევით აღმოაჩინეს, როდესაც 1879 წელს, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორმა ირა რემსენმა ლაბორატორიაში სხვადასხვა ქიმიკატების ექსპერიმენტის შემდეგ ხელებზე ტკბილი ნივთიერება შენიშნა.

M2
M2

საქარინი ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული, რაზეც მისმა იაფმა ღირებულებამაც იმოქმედა. განსაკუთრებით აქტუალური კი მეორე მსოფლიო ომის გახდა, როდესაც ნამდვილი შაქარი საკმაოდ დეფიციტური იყო. დღეისათვის კი ხელოვნური დამატკბობლები მნიშვნელოვან როლს ასრულებს, დიეტური და უშაქრო საკვებისა და სასმელების ბაზარზე. ისინი არა მხოლოდ იაფია, არამედ დიდი პოტენციალიც აქვს სიმსუქნის მზარდ საფრთხესა და მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ზემოქმედებაზე.

მართალია, საქარინი შაქარზე 200-ჯერ ტკბილია, მაგრამ ნულოვანი კალორია აქვს. ჩნდება კითხვა, ნუთუ შაქარი სრულად უნდა ჩაანაცვლოს ხელოვნურმა დამატკბობელმა? თუ კიდევ უფრო მეტი ფაქტორია გასათვალისწინებელი?

ახალი კვლევის ფარგლებში, რომელიც ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ემსახურებოდა, 8 ექსპერტი გამოიკითხა. ზოგადად ხელოვნური დამატკბობლის ორი ფართო კატეგორია არსებობს – შაქრის ალკოჰოლი და მაღალი ინტენსივობის დამატკბობელი. პირველი მათგანი  სტრუქტურულად შაქრის მსგავსია, მაგრამ უფრო რთულად მეტაბოლიზდება, ხოლო მაღალი ინტენსივობის დამატკბობლების მცირე ზომის ნაერთები ბევრად უფრო ტკბილია, ვიდრე შაქარი, რადგან ისინი საქარინსა და ასპარტამს შეიცავს.

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური დამატკბობლები მინიმალურ კალორიას შეიცავს, ან სრულებით თავისუფალია მისგან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, ისინი სრულად ინერტულია. ისინი T1R ოჯახის ტკბილი გემოს რეცეპტორებთან ურთიერთქმედებს, პირის ღრუსა და ნაწლავებში, რომლებსაც მეტაბოლური მოქმედების უნარი გააჩნია. მათ ასევე ურთიერთქმედება შეუძლია ნაწლავის მიკრობიომის შემცველ ბაქტერიასთან.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დამატკბობელს შესაძლოა, განსხვავებული ზემოქმედება ჰქონდეს ორგანიზმზე. აქედან გამომდინარე, არაერთს აწუხებს კითხვა, არსებობს თუ არა კავშირი ხელოვნურ დამატკბობლებსა და კიბოს შორის? შეშფოთება იმის შესახებ, რომ ხელოვნური დამატკბობლები შეიძლება კანცეროგენური იყოს, 1978 წელს ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ გაჩნდა, რომლის თანახმადაც საქარინით გამოკვებილ ვირთხებს შარდის ბუშტის კიბო განუვითარდათ. თუმცა, როდესაც საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ყველა სახის დამატკბობელზე ჩაატარა კვლევა, დადგინდა, რომ მსგავსი რამ მხოლოდ ვირთხების შემთხვევაში ფიქსირდება, ადამიანის ორგანიზმზე კი ეს გავლენა არ აღინიშნება.

გეხმარებათ ხელოვნური დამატკბობლები წონის დაკლებაში?

ალბათ, ყველამ ვიცით, შაქრის მაღალი რაოდენობით მოხმარება ძალზე მავნებელია ჯანმრთელობისთვის. განსაკუთრებით კი, შაქრიანმა სასმელებმა შესაძლოა გამოიწვიოს წონის მატება, მეტაბოლური დაავადებები და მეორე ტიპის დიაბეტი. სწორედ აქედან გაჩნდა ხელოვნური დამატკბობლით წონის კლების ვარაუდიც.

ამასთან დაკავშირებით დღემდე არაერთი კვლევა ჩატარებულა. 2018 წლის მეტაანალიზის გამოკვლევამ, რომელიც 56 სხვადასხვა კვლევის შედეგებს აერთიანებს, დაასკვნა, რომ უმეტეს შემთხვევაში, ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ხელოვნურ დამატკბობლებს იყენებენ, არ იკლებენ უფრო მეტს, ვიდრე შაქრის მომხმარებლები. თუმცა, როგორც ჩანს, შაქრიდან ხელოვნურ დამატკბობელზე გადასულმა ჭარბწონიანებმა უფრო მეტად დაიკლეს – როგორც ჩანს, შაქრიდან მასზე გადასვლას ნეიტრალური და დადებითი გავლენა აქვს ჩვენს წონაზე.

მთლიანობაში, მაინც გაურკვეველია, როგორ მოქმედებს ხელოვნური დამატკბობელი ადამიანის წონის კლებაზე, რაც რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული:

1)  არსებობს მრავალი სახის დამატკბობელი, რომელთაგან თითოეულმა შესაძლოა, განსხვავებული გავლენა იქონიოს წონის დაკლებაზე.

2) ბუნებრივია, ხელოვნურ დამატკბობლებთან ერთად, სხვა ცვლილებებიც გასათვალისწინებელია. სიდნეის უნივერსიტეტის ბიოქიმიკოსი, დოქტორი კიერონ რუნი განმარტავს, რომ მთელი დიეტა მნიშვნელოვანია, რადგან არსებული მონაცემების თანახმად, ადამიანებში სხვა საკვებთან ერთად ხელოვნური დამატკბობლების ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება, ურთიერთქმედების ისეთი ეფექტი მოგვცეს, რომ ენერგიის შეწოვა შეიცვალოს.

3) სავარაუდოდ, დამატკბობლის გავლენა წონის დაკლებაზე ადამიანის თავდაპირველ წონაზე და დიეტაზეა დამოკიდებული. ამას 2018 წლის მეტაანალიზის კვლევა ამტკიცებს.

დიეტოლოგი კორნელი ნიენაბერ-რუსო კი განმარტავს, რომ დამატკბობლების გავლენამ ე. წ. “კვების ჯილდოს სისტემაზე” შესაძლებელია, ხელი შეუწყოს მადის მატებასა და შაქრის მიღების სურვილს. ასევე, მისი თქმით, არაკალორიული ხელოვნური დამატკბობელი ნაწლავის მიკრობიომას ცვლის.

ყველა ეს ახსნა სარწმუნოა, თუმცა უფრო მეტ კვლევას საჭიროებს, ვიდრე სრულ შედეგებში არ დავრწმუნდებით. ერთი რამ კი ფაქტია, უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ ისინი უსაფრთხოა და არ არის დაკავშირებული სიმსივნურ დაავადებებთან. აქვს თუ არა მათ რაიმე სხვა გავლენა, ალბათ, ჩვენს შაქრის ლტოლვაზე ან მიკრობიომაზე, შემდგომი კვლევებით უნდა დადგინდეს.

Dell Technologies ახალი მოწყობილობებით ონლაინ მუშაობას უფრო კომფორტულს ხდის!

აუცილებელი არაა, CV-ს გასაგზავნად, ვაკანსიის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდე!