in

არის თუ არა სტრუქტურა შემოქმედებითობის საფუძველი?

კრეატიული პროფესიით მუშაობა არც ისეთი მარტივი საქმეა, ამ ინდუსტრიაში წარმატება ხშირად დისციპლინასა და საზღვრების დაწესებასაც მოითხოვს. ეს კი არა მხოლოდ ქმნის სივრცეს კონკრეტულ კლიენტზე ან ე. წ. ბრიფზე ფოკუსირებისთვის, არამედ მომხმარებლებს იმის გარანტიასაც აძლევს, რომ სამუშაო კონკრეტული დროისა და ბიუჯეტის დაცვით შესრულდება.

მართალია, ზოგიერთისთვის შემოქმედებითობის პროცესი სპონტანურობითაც ხასიათდება, მაგრამ საუკეთესო ნამუშევრის საფუძველს მაინც სტრუქტურის ელემენტის დანერგვა წარმოადგენს. საუკეთესო იდეები მაშინაც კი უჩნდებათ, როცა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებულს საერთოდ არაფერს აკეთებენ, მაგალითად, შხაპის მიღებისას ან ძაღლის გასეირნებისას. მაგრამ მათთვის, ვინც ცხოვრობს და სუნთქავს იმით, რასაც აკეთებს, არ აქვს მნიშვნელობა სამუშაოსა თუ ცხოვრების ბალანსის რამდენი ინიციატივა არსებობს, შემდეგი დიდი იდეის რადარი ყოველთვის ჩართულია.

ეს ექსპრომტად აღმოცენებული იდეა ნამდვილად ღირებული შეიძლება აღმოჩნდეს. მაგრამ თითოეული პროექტის განსახორციელებლად მაინც საიმედო პროცესის დანერგვაა საჭირო — მეთოდი, რომელიც ყოველ ჯერზე საამაყო შედეგების გარანტიას მოგცემთ. ამ ინდუსტრიაში კი კონკრეტულ ჩარჩოში მოქცევა მაინც წარმატების გასაღებია. 

ცარიელი ფურცელი = უსასრულო შესაძლებლობები

შესაძლოა, ზოგიერთს ცარიელი ფურცელი აშინებდეს, ზოგისთვის კი ეს მაინც ნულიდან დაწყების შესაძლებლობა იყოს. ხშირად არც წინასწარი გეგმა აქვთ. უბრალოდ, ცარიელ ფურცელთან დაჯდომისას მასზე ყველა იდეა გადმოაქვთ, რაც თავში მოსდით — იქნება ეს სიტყვა, ფრაზა თუ სურათი, საიდანაც, თავის მხრივ, მრავალი იდეა მოდის. თუმცა თუ მაინც გაიჭედებით, გამოიწვიეთ თქვენი თავი და ჰკითხეთ: ეს ბრენდი რომ ცხოველი ყოფილიყო, რომელი იქნებოდა?, რა პიროვნული თვისებები ექნებოდა მას?, როგორი ვიზუალიზაცია უნდა გავუკეთო?.

შესაძლოა, ამ ეტაპისთვის ჩანაწერები ცოტა ქაოტურად გამოიყურებოდეს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი გვარდება. თანდათან გამორჩეული იდეებიც იჩენს თავს და ცარიელ ფურცელზე მათი სიღრმისეული შესწავლაც იწყება, სანამ ერთი პრობლემის რამდენიმე გადაწყვეტას არ მიაგნებთ.

შეგიძლიათ თქვენი იდეები გუნდსაც გაუზიაროთ და ერთად აირჩიოთ, რომელია საუკეთესო. შემდეგ კი კონცეფცია განავითაროთ. ბრენდი გადაიყვანოთ იმ კრეატიული ინტერპრეტაციისკენ, რომელიც კონკრეტულ სექტორში ნამდვილად გამორჩეულია. 

ტკბილი წერტილის პოვნა

ეს საუბრის საფუძველს ქმნის, კლიენტთან თითოეული მიდგომის დადებითი და უარყოფითი მხარეები უნდა განიხილოთ — პროცესი, რომელიც ბრენდებს მოუწოდებს, შეაფასონ ის, რაც ნამდვილად სურთ. ზოგჯერ ისინი ფიქრობენ, რომ იდენტობას მოერგებიან, რაც მის სექტორში არსებული ყველა საკითხისგან განსხვავებულია. იდეის განხორციელების ფაზაში კი გააცნობიერებენ, რომ მათ ერთი ნაბიჯით უკან სვლა და ფორმულის შეცვლა სურთ. ამიტომ, გადაწყვეტილებების მიღება მთლიან სპექტრში არასდროს არის დაკარგული დრო, პროცესისთვის კი გადამწყვეტი ნაწილია.

არცერთი ზომა შეეფერება ყველას

ბუნებრივია, როცა საქმე შემოქმედებითობას ეხება, ვერ ვიპოვით ისეთ ზომას, რომელიც ყველას შეესაბამება. რაღაც ზოგისთვის მუშაობს, ზოგისთვის კი არა. თუმცა შემოქმედებითი პროფესიით მომუშავე ადამიანებისთვის ბუნდოვანი იქნება, ამ ჩარჩოს გაცნობიერებულად მიჰყვნენ თუ არა.

ასეთი გამონათქვამიც არსებობს: დიზაინმა უნდა იმუშაოს, ხელოვნებამ არა. ამ შემთხვევაში კი ჩარჩო საშუალებას მოგცემთ, ერთი განსაზღვრული ამოცანიდან მეორეზე გადახვიდეთ. ხოლო დისციპლინის მსგავსი დონის გარეშე საიმედო სერვისის მიწოდება ძალიან რთული იქნებოდა…

Microsoft-ის 1538 ემოჯის გარდაქმნა ყველას შეეძლება

8 გზა, რომლითაც CRM პროგრამული უზრუნველყოფა დაგეხმარებათ ბიზნესის ხარჯების შემცირებაში