in

Ariston Synergy Summit: „ცელსიუსისა” და Ariston-ის სტრატეგიული თანამშრომლობა და წლის საუკეთესო პარტნიორების/ხელოსნების დაჯილდოება

28 მაისს, სასტუმრო Pullman-ში, „ცელსიუსისა” და Ariston-ის მასშტაბური ღონისძიება Ariston Synergy Summit გაიმართა. ივენთმა ერთ სივრცეში გააერთიანა Ariston-ის საერთაშორისო გუნდი, „ცელსიუსის” პარტნიორები და ზოგადად, ინდუსტრიის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში გათბობისა და წყალგაცხელების თანამედროვე სტანდარტების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სფეროში დასაქმებული პროფესიონალების დაჯილდოებასა და იმ ღირებულებების წარმოჩენას, რომელზეც „ცელსიუსისა” და Ariston-ის თანამშრომლობა დგას. როგორც Ariston-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, „ცელსიუსი” მომხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ საერთაშორისო ხარისხის პროდუქციას, არამედ პროფესიონალი გუნდის მომსახურებას, გამართულ და სანდო საკონსულტაციო სისტემასა და სამომხმარებლო გამოცდილების ევროპულ სტანდარტს.

სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ხარისხს ეფუძნება

Ariston მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია გათბობისა და წყალგაცხელების სისტემების მიმართულებით. ეს ბრენდი მომხმარებლისთვის ასოცირდება ინოვაციასთან, ენერგოეფექტურობასთან, უსაფრთხოებასა და სანდოობასთან. საქართველოში, Ariston-ის პოზიციების გამყარებასა და მათი პროდუქციის საზოგადეობისთვის გაცნობის კუთხით, განსაკუთრებული წვლილი „ცელსიუსს” მიუძღვის – კომპანიას, რომელიც წლებია ქმნის გამორჩეულად მაღალი ხარისხის ეკოსისტემას როგორც მომხმარებლებისთვის, ისე პარტნიორი ხელოსნებისთვის.

Ariston Synergy Summit სწორედ ამ თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება იყო. ღონისძიებაზე ხაზი გაესვა იმას, რომ წარმატებული ბრენდი მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტის შემოტანით არ იქმნება. არამედ, სწორი და ძლიერი წარმომადგენლობა ნიშნავს მართებულად შერჩეულ გუნდს, ცოდნის გაზიარებასა და მუდმივ გაღრმავებას, სერვისისა და მომსახურების განვითარებას და იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებიც მომხმარებელთა კმაყოფილებისა და მათი ნდობის შესანარჩუნებლად, ყოველდღიურად ზრუნავენ.

Ariston-ის ტოპ მენეჯერები იტალიიდან

ღონისძიებას ესწრებოდნენ Ariston-ის ტოპ მენეჯერები იტალიიდან, მათ შორის სტეფანო მაესტრი და თათია გობრონიძე, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა Ariston-ისათვის საქართველოს ბაზრის მნიშვნელობაში. ამ ჟესტით, გამოიკვეთა ის სტრატეგიული როლი, რომელსაც „ცელსიუსი” ბრენდის პოზიციების გამყარების კუთხით ასრულებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო გუნდის ჩართულობა პარტნიორებისთვისაც მნიშვნელოვანი გზავნილია: Ariston საქართველოში წარმოდგენილია არა მხოლოდ თავისი პროდუქციით, არამედ გრძელვადიანი ხედვითა და სტრატეგიით.

წლის საუკეთესო ხელოსნების დაჯილდოება

Ariston Synergy Summit-ის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი საუკეთესო პარტნიორი ხელოსნების დაჯილდოება იყო. „ცელსიუსმა” და Ariston-მა მადლობა გადაუხადეს იმ პროფესიონალებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში გამოირჩეოდნენ სანდოობით, ხარისხიანი მომსახურებითა და მომხმარებელთან პასუხისმგებლიანი ურთიერთობით.

დაჯილდოება გაიმართა რამდენიმე ნომინაციაში, მათ შორის:

Most Trusted Master — ყველაზე სანდო ხელოსანი

Best Selling Master — საუკეთესო გაყიდვების შედეგის მქონე ხელოსანი

Best Service Partner — მომსახურების გამორჩეული პარტნიორი

Ariston Ambassador — ბრენდის ღირებულებების საუკეთესო წარმომადგენელი/ამბასადორი

Fastest Growth Master — ყველაზე სწრაფად მზარდი პარტნიორი

Strategic Partnership — სტრატეგიული პარტნიორი ქსელურ მაღაზიებში

დაჯილდოება ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო და გამოხატავდა იმას, თუ რამდენად აფასებს „ცელსიუსი” თავის ხელოსნებს არა როგორც მხოლოდ გაყიდვების ან მონტაჟის რგოლს, არამედ როგორც ბრენდის გამოცდილების მნიშვნელოვან ნაწილს. ვინაიდან, სწორედ ხელოსანია ის ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტი და მნიშვნელოვანი შეხება აქვს მომხმარებელთან და საბოლოოდ, დიდ როლს თამაშობს კომპანიის შესახებ არსებული აღქმების ჩამოყალიბებაში.

როგორ ხედავს პროცესს მომხმარებელი?

გათბობის ქვაბის, წყალგამაცხელებლის ან სხვა პროდუქტის არჩევისას, მომხმარებლისთვის მხოლოდ ბრენდის სახელი საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, ვინ დგას ამ ბრენდის უკან, რამდენად სანდოა ოფიციალური წარმომადგენელი და რამდენად პროფესიონალურია მომსახურების ქსელი.

Ariston Synergy Summit სწორედ ამის ჩვენებას ისახავდა მიზნად: „ცელსიუსი” არის Ariston-ის ღირსეული პარტნიორი საქართველოში, რომელიც ზრუნავს არა მხოლოდ პროდუქციის მიწოდებაზე, არამედ პროფესიონალი გუნდის შეკვრასა და მათ განვითარებაზე, პარტნიორობის გაძლიერებასა და მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნაზე.

თუ გაინტერესებთ Ariston-ის გათბობის ქვაბები, ნახეთ სრული კატალოგი ცელსიუსში:

როდესაც კომპანია აფასებს თავის ხელოსნებს, აძლიერებს მათ ცოდნას და საჯაროდ აღიარებს მათ შრომას, ეს პირდაპირ აისახება მომხმარებელზეც, რადგან შედეგი არის უფრო სანდო მომსახურება და დეტალებზე ორიენტირება დიდი თუ პატარა საჭიროებისას.

პარტნიორობა, რომელიც მომავალს ქმნის

საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ Ariston Synergy Summit-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ცელსიუსისა” და Ariston-ის თანამშრომლობა მხოლოდ კომერციული პარტნიორობა არ არის. ეს არის საერთო ხედვა, რომელიც მიზნად საქართველოში გათბობისა და წყალგაცხელების სფეროში ხარისხის, ენერგოეფექტურობისა და პროფესიონალური მომსახურების სტანდარტის ამაღლებას ისახავს.

28 მაისს, Pullman-ში გამართული ღონისძიება იყო მადლობის, აღიარებისა და მომავლის ერთიანი ხედვის აღნიშვნელის დღე, რომელმაც საერთაშორისო ბრენდი, ადგილობრივი ლიდერი კომპანია და ის პროფესიონალები გააერთიანა, რომლებიც ყოველდღიურად ბაზარზე საუკეთესო სერვისსა და მომსახურებას ქმნიან.

[პარტნიორის კონტენტი]

Apple-ის ყველაზე დიდი AI-ნაბიჯი – დაგვიანებული პასუხი თუ ყველაზე გონივრული სტრატეგია

იცოდე როგორ ხარ – ევექსი „ექიმოს” ახალ ფუნქციონალებს წარადგენს