გაუთავებელი საომარი მოქმედებების მძიმე შედეგებზე, რომლებიც ძირითად უდანაშაულო მოსხლეობას და რაც მთავარია მცირეწლოვან ბავშვებს ეხება, არაერთი სარეკლამო ვიდეორგოლი, პრინტ კამპანია თუ სოციალური აქტივობა გავრცელებულა, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა პრობლემა მაინც აქტუალურია. ორგანიზაცია Deutscher Caritasverband-მა საზოგადოებას სააგენტო Havas-სთან ერთად მომზადებული პოსტერები წარუდგინა, რომლის მთავარი მოწოდებაც ამ რთული პრობლემისგან ბავშვების დაცვაა.

















