in

არქეოლოგები „მსოფლიოში ყველაზე რთული თავსატეხის“ ამოხსნას ცდილობენ

მსოფლიოში ყველაზე რთულ თავსატეხს დღეს არქეოლოგები დამსხვრეულ რომაულ ფრესკას უწოდებენ, რომელიც ქალაქის ქვეშ თითქმის 2 ათასწლეულის მანძილზე იყო დამარხული. ლონდონში კი ახლა ამ თავსატეხის ამოხსნას ცდილობენ…

M2
M2

საუთუორკში 2021 წელს რეკონსტრუქციის პროექტის დროს ნაპოვნი ფრესკის ფრაგმენტები, რომლებიც ერთ დროს მდიდრული რომაული სახლის კედელს ამშვენებდა, ორმოში აღმოაჩინეს. აქ კი ვილის დანგრევის შემდეგ აღმოჩნდა… თუმცა, ინტენსიური კონსერვაციის სამუშაოების წყალობით, ფრესკა უკვე თითქმის მთელია და 3000 ნაწილს აერთიანებს.

ამ ნაწილების აწყობას ჰან ლიმ, ლონდონის არქეოლოგიის მუზეუმის სპეციალისტმა, 3 თვე მოანდომა. პროცესი საკმაოდ რთული იყო, რადგან გარდა ნაწილების შეხამებისა, ისე უნდა გადაელაგებინა, რომ არცერთი დამსხვრეულიყო. ამოცანის წარმატებით დასრულების შემდეგ კი, ფრესკამ ძველი დიდებულება თავისივე კაშკაშა ყვითელი სცენებით გამოავლინა, რომელზეც ჩიტებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ხილისა და ყვავილების ფრაგმენტებს ვხედავთ. 

უნდა აღინიშნოს, რომ რომაულ ბრიტანეთში მსგავსი ყვითელი საკმაოდ იშვიათი იყო, რაც ნამუშევარს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. პრიალა მარმარილოსა და განსხვავებული სტილის ელემენტები მიგვანიშნებს, რომ ამ ვილის მფლობელები მდიდრები იყვნენ, ბევრს მოგზაურობდნენ და ფრესკით სწორედ ამის ასახვა სურდათ.

აღდგენილ ფრაგმენტებს შორის არქეოლოგებმა ბერძნულ ანბანსაც მიაგნეს, ატირებული ქალის მარტივ ჩანახატთან და ლათინურ წარწერასთან ერთად: FECIT, რაც ნიშნავს „მან ეს შეძლო“. სამწუხაროდ, საუკუნეებმა მხატვრის სახელი არ შემოგვინახა, თუმცა მისი ინდივიდუალიზმი აშკარად იგრძნობა.

ამ აღმოჩენის შესახებ ოფიციალური ანგარიში ჯერ არ წარუდგენიათ, თუმცა ვარაუდობენ, რომ მალე მთლიან აღდგენილ ფრესკას გამოაქვეყნებენ…

თიბისი კაპიტალი ინვესტორებისთვის უზბეკეთის კაპიტალის ბაზარზე წვდომას აფართოებს

„მეტაბლე” – როგორ მოერგო ახალი ქართული ბრენდი სტუმარმასპინძლობის თანამედროვე კულტურას