in

არქეოლოგებმა სამხრეთ-დასავლეთ გერმანიის უძველესი ოქროს არტეფაქტი აღმოაჩინეს

ის, შესაძლოა, თმის დეკორატიული ორნამენტის ნაწილს წარმოადგენდეს

არქეოლოგებმა, რომლებიც გერმანიის სამხრეთ-დასავლეთით, ტუბინგენის რაიონში მუშაობენ, რეგიონის ყველაზე ადრეული არტეფაქტი აღმოაჩინეს. მკვლევრებმა გვიანი ნეოლითის სამარხის გათხრების წარმოება 2020 წელს დაიწყეს.

სამარხში ემბრიონულ პოზიციაში ქალის ნეშტსა და ოქროსგან დამზადებულ არტეფაქტს მიაკვლიეს, რომელიც, შესაძლოა, თმის დეკორატიული ორნამენტის ნაწილს წარმოადგენდეს. ოქრო, სავარაუდოდ, ბრიტანეთში, კორნუოლიდან იყო მოპოვებული და კონტინენტზე  მასშტაბური სავაჭრო ქსელის საშუალებით გადაჰქონდათ, რომელიც ჯერ კიდევ ათასობით წლის წინ არსებობდა.

როგორც რადიოკარბონატული დათარიღება მოწმობს, ქალის სხეული ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 1850-1700 წლებს ეკუთვნის. ოქროს სპირალისებური ნივთი კი იმაზე მიანიშნებს, რომ იგი მაღალი სტატუსის მქონე ადამიანი იყო.

გათხრების ხელმძღვანელის, რაიკო კრაუსის თანახმად, შენადნობი ჩრდილო-დასავლეთზე მიუთითებს. ნაკეთობა დაახლოებით 20 პროცენტ ვერცხლს და 2%-ზე ნაკლებ სპილენძს შეიცავს. ასევე, აღინიშნება პლატინისა და კალის კვალი – ეს კომპოზიცია კი მდინარეებიდან გამორეცხილ ოქროს ბუნებრივ შენადნობს გულისხმობს.

მკვლევართა ჯგუფმა ტუბინგენის რაიონის ოქროს მონაპოვარი იმის მტკიცებულებად მიიჩნია, რომ დასავლეთის კულტურულმა ჯგუფებმა, ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულში, მზარდი გავლენა მოიპოვეს ცენტრალურ ევროპაზე.

Volkswagen-ის ამბიციური გეგმები 2050 წლისთვის -ეკოლოგია ბრენდის მთავარი საზრუნავია!

რატომ არის მნიშვნელოვანი მომხმარებლის მიზნების ცოდნა, ბიზნესის წარმატებისთვის?