in

არქეტიპი – ილია შაყულაშვილის ახალი ქართული ფონტი – მითოლოგიის, რელიგიისა და ხელოვნების საწყისებზე

 „არქეტიპი“ არის ახალი ქართული ფონტი – Saatchi & saatchi Tbilisi-ს გრაფიკულ დიზაინერ ილია შაყულაშვილის პროექტი – რომელიც ინსპირირებულია შუასაუკუნეობრივი მოტივებით. არქეტიპული სახეები წარმოაჩენენ მითოლოგიის, რელიგიისა და ხელოვნების საწყისებს. „ყოველთვის მქონდა სურვილი, შემეტანა ჩემი წვლილი ქართულ ტიპოგრაფიაში. ამაში მამაჩემის დამსახურებაც არის, რომელიც ქართულ დამწერლობასთან დაკავშირებით, ბავშვობაში რჩევა-დარიგებებს მაწვდიდა“, – მარკეტერი ილია შაყულაშვილს ესაუბრა ფონტის შექმნის იდეაზე, ინსპირაციის წყაროსა და სამუშაო პროცესზე.

BOG
BOG


M: ილია, აქამდე თუ გქონიათ ფონტზე მუშაობის გამოცდილება?
მახსოვს, როგორ მუშაობდა მამა – ზაქარია შაყულაშვილი – საკუთარ შრიფტებზე ტელეარხებისთვის „მერმისი“ და „იბერვიზია“. სამწუხაროდ, მისი ნაშრომები დღეისთვის დაკარგულია. 2003 წელს, როგორც კი პირველი კომპიუტერი შევიძინე და შრიფტის შექმნის ტექნიკური შესაძლებლობა გამომიჩნდა, გადავწყვიტე, დამესკანირებინა გამორჩეული ასოები ჩემი კონსპექტებიდან და მომეხდინა მათი ფონტში გაერთიანება.

M: 
როგორ გაგიჩნდათ ახალი ქართული ფონტის შექმნის იდეა და რა დრო დაგჭირდათ შესრულებისთვის?

2016 წლის ოქტომბერში მომივიდა იდეა. მოგეხსენებათ, ფონტის ახლიდან შექმნა რთულ პროცესს წარმოადგენს. ჩემს შემთხვევაში, ჯერ ერთი ასო შეიქმნა, შემდეგ მეორე და ა.შ. გლიფების (ასოების) ვიზუალურად დასრულებისას, ზოგიერთი მათგანი ამოვარდნილი მომეჩვენა საერთო სტილიდან, მათ მეტი ყურადღება დაეთმო. მას შემდეგ, რაც ყოველი სიმბოლო ერთ ფონტში გაერთიანდა, დაიწყო ასოთა შორის მანძილის ხანგრძლივი კორექტირება. საბოლოოდ, გარკვეული პაუზებისა და შესვენებების გათვალისწინებით, მუშაობა 2017 წლის აპრილში დავასრულე.

M: 
რატომ აირჩიეთ შუასაუკუნებრივი მოტივები – მითოლოგიის, რელიგიისა და ხელოვნების საწყისები?

ფენთეზი, ზოგადად, ჩემთვის საინტერესო და მიმზიდველი ჟანრია, იქნება ეს კინემატოგრაფია, ვიდეოთამაში, თუ ლიტერატურა. ყოველთვის მაინტერესებდა მისტიკური და იდუმალებით მოცული, ან სრულიადაც ადამიანური პერსონაჟები და არსებები, საკუთარი  ბუნებრივი თუ ზებუნებრივი ძალებითა და მისიებით. ამ ფონტით ვეცადე, ჩემი საყვარელი საქმიანობა და ჩემი ინტერესები ერთიან უნისონში მომეყვანა.

M: შეგვიძლია, თუ არა ამ ფონტით სარგებლობა?
რა თქმა უნდა, შეიძლება და დიდი იმედი მაქვს, ისარგებლებთ და აქტიურადაც გამოიყენებთ. ამ ეტაპზე, მისი გადმოწერა შესაძლებელია ჩემი Behance-ის გვერდზე არსებული ბმულით – http://bit.ly/fontarchetype.

M: როგორია ფონტის შექმნის პროცესი

ფონტის შექმნისას, პირველ რიგში ვიწყებთ კონცეფციით, შემდეგ კი გადავდივართ „შავ სამუშაოზე“, რაც თავის თავში სტილისა და გრაფიკული კომპოზიციის გაერთიანებას მოიცავს. საერთო სტილი, ასევე, უნდა იყოს შესაბამისობაში კონკრეტულ აზრობრივ და მხატვრულ-დეკორაციულ ამოცანებთან. მაგალითად, ბავშვურ თემატიკას მიძღვნილი ფონტები ნაზად და სათუთად გამოიყურება; ექსტრემალურ სპორტს მიძღვნილ ფონტებს კი უფრო აგრესიული შტრიხები ახასიათებს. შევეცადე, ჩემი ფონტისთვის ისეთი უნიკალური სტილი მიმენიჭებინა, რომელიც თემატიკისთვის სახასიათო იქნებოდა და აქამდე არ შემხვედრია.

M: პროექტს თუ ექნება გაგრძელება და რა მიმართულებით?
დიდი სურვილი მაქვს გავაგრძელო ეს პროექტი. მაგალითად, შევმატო ფონტს Regular ვერსია. აგრეთვე, ვფიქრობ ფონტის ლათინურ და კირილიცის ვარიანტებზე.

მე ვარ ქართული წითელი! ღვინის ახალი ბრენდი, რომელზეც დიზაინ სტუდია Kollektiv-მა იმუშავა

სტუდენტთა საყურადღებოდ! – საქართველოს რკინიგზა