ახალი ორგანიზაცია, სახელწოდებით Arkive ისტორიული არტეფაქტებისა და ხელოვნების ნიმუშების კერძო კოლექციონერების „კლანჭებისგან“ გათავისუფლებას გეგმავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნამუშევრების საზოგადოებისთვის დაბრუნება სურს. ამრიგად, ეს იქნება პირველი დეცენტრალიზებული მუზეუმი, ერთი ფიზიკური მდებარეობის გარეშე — ამის სანაცვლოდ, Arkive-ის ყველა ექსპონატს მსოფლიოს მასშტაბით ყველა მუზეუმს მიაწვდის და ვიზიტორებისთვის საზღვრების ბარიერს სრულიად მოშლის.
საგულისხმოა, რომ Arkive-ის ძირითადი წევრები კურატორები, გალერეების მფლობელები და კოლექციონერები არიან. ამასთან, არქივმა, როგორც დეცენტრალიზებულმა ავტონომიურმა ორგანიზაციამ (DAO), ახლახან მიიღო $9,7-მილიონიანი დაფინანსება. მის კოლექციაში არსებული ნამუშევრები კი ხმის მიცემის პრინციპით შეირჩევა — Arkive-ში დარეგისტრირების შემდეგ წევრები განაცხადებენ, რამდენი ადგილი უნდა მიიღონ კომპანიის Discord სერვერის მეშვეობით.
გარდა ამისა, შეძენილი ნამუშევრები ე. წ. შეუცვლელ ტოკენებად (NFT) გადაიქცევა. როგორც ორგანიზატორები ირწმუნებიან, ბლოკჩეინის ტექნოლოგია მონაწილეებს საშუალებას აძლევს, სამუშაოს სხვადასხვა ნაწილებს ფლობდნენ. შესყიდვები, რომლებიც დაახლოებით ყოველთვიურად მოხდება, პერიოდულად ცვალებად თემებზე იქნება ფოკუსირებული — მაგალითად, მიმდინარე ექვსი თვის შესყიდვის თემაა: “When Technology Was a Game Changer”.