in

Apple Intel-ის პროცესორებიდან საკუთარი წარმოების ARM ჩიპებზე გადადის

მაკის პროცესორების კუთხით, Apple აქამდე Intel-ზე იყო დამოკიდებული. ახლა კი, როგორც ჩანს, კომპანია საკუთარი წარმოების ARM არქიტექტურის პროცესორებზე გადადის. გადაწყვეტილების მიზეზი კი, სავარაუდოდ, ისაა, რომ Intel-ის პროცესორებში წარმადობის ზრდის ტემპი ფეხს ვერ უწყობდა Apple-ის მოთხოვნებს. სიახლის შესახებ კომპანია ოფიციალურად, 22 ივნისს, დეველოპერთა კონფერენცია WWDC 2020-ზე ისაუბრებს. აღნიშნულის შესახებ კი წინასწარ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

„ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება Apple-ის შიდა ტესტირებასაც ეყრდნობა, რომლის ფარგლებშიც, Apple-ის ARM ჩიპი Intel-ის პროცესორზე სწრაფი და ძლიერი აღმოჩნდა. გარდა ამისა, ასეთი პროცესორების დახმარებით, Apple-ს საშუალება ექნება უფრო მსუბუქი და თხელი მაკბუქები აწარმოოს. ნავარაუდევია, რომ პირველი ასეთი მაკი 2021 წელს გამოვა. მანამდე კი დეველოპერებმა პროგრამული მხარის ახალ არქიტექტურაზე მორგება უნდა შეძლონ. სწორედ ამიტომ უნდა გაცხადდეს Apple-ის ARM-ზე დაფუძნებულ პროცესორებზე გადასვლა 2020 წლის დეველოპერულ ღონისძიებაზე.

ახალი ერა! ახალი გმირები! – Mercedes-Benz-ის რეკლამა

ბრინჯისგან დამზადებული წიგნი, რომელიც ფუკუშიმაში მოყვანილი პროდუქტის უსაფრთხოებაზე გვიყვება