მომავალ წელს ვიკიპედია 25 წლის ხდება, ამ ამბის აღსანიშნად კი გერმანულმა ბრენდმა Armedangels სპეციალური კოლექცია შექმნა, Wikipedia-ს ინტერფეისი და დიზაინის მახასიათებლები ბრენდის ელემენტებად აქცია. შედეგად, Armadengels x Wikipedia-ს კოლექციის ნივთები თავისუფლების, მშვიდობისა და თანასწორობის ცნებებს ეხმიანება. ქუდებს კი შემდეგი სლოგანებით ვხვდებით: Open Source of Information; Yes, I know…
კოლექციაში ვიკიპედიისთვის დამახასიათებელი ნათელი ლურჯი ფერი, რომელსაც „ჰიპერლინკის ლურჯს“ უწოდებენ, ძირითად ფერად გვევლინება, თეთრსა და ყვითელთან ერთად. მაისურსა და ჰუდზე ასახულ ერთ-ერთ დიზაინში კი დედამიწის 1972 წლის ფოტოა გამოსახული — დიახ, Blue Marble, რომელიც Apollo 17-ის მისიის დროს გადაიღეს. ხოლო სურათის ქვემოთ ტექსტის ამონარიდს ვხედავთ ვიკიპედიას გვერდიდან. რაღა თქმა უნდა, W ლოგოც ყველგანაა ნაჩვენები.
კოლექცია Armadengels-ის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ფასებს, 16 დოლარიდან იწყება და 144 დოლარამდე ადის.
აღსანიშნავია, რომ Wikimedia Foundation-მა გასულ წელს 180 მილიონ დოლარზე მეტი მოგება ნახა, რომელთაგანაც 170 მილიონი დონაციებით მიიღო… ახალი კოლექციის შემოსავლების 12%-იც საგანმანათლებლო რესურსების შეგროვებას მოხმარდება და ასე არსებულ დონაციებს შეუერთდება.