in

Armani Exchange – ის პირველი მაღაზია 30 ნოემბერს გაიხსნება !

Armani Exchange -ის პირველი მაღაზია 30 ნოემბერს , სავაჭრო ცენტრ “გალერია თბილისის” პირველ სართულზე გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ ინტერიერი, რომელზეც იტალიელმა არქიტექტორებმა იმუშავეს, თავად ჯორჯო არმანის მიერ შემუშავებული დიზაინით გაკეთდა.

Armani Exchange-ი Giorgio Armani-ს ტენდენციური, კომფორტული, ურბანული სტილის, ახალგაზრდული ხაზია, რომელიც მსგავსი კონცეფციის სხვა ბრენდებისგან განსხვავებით, მომხმარებლებს სპორტულ,  საოფისე და ოფიციალურ სამოსსაც სთავაზობს.

თბილისის Armani Exchange მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება ქალის, მამაკაცისა და ბავშვის 2017-2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციები. მათ შორის საათები, სათვალეები და აქსესუარები.

Giorgio Armani ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იტალიელი დიზაინერია, რომელმაც არმანის მოდის სახლი 1975 წელს დაარსა. ჯორჯო არმანი სხვადასხვა ხაზს გვთავაზობს, როგორიცაა : Giorgio Armani Priva, Giorgio Armani, Armani Collezioni , Emporio Armani, AJ Armani Jeans , A/X Armani Exchange და Armani Junior. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ბრენდებიდან, ყველაზე ხელმისაწვდომი და ბიუჯეტური Armani Exchange -ის ხაზია, რომლის სამოსის დიზაინის შექმნაში 2015 წლიდან, თავად ჯორჯო არმანია ჩართული. მისი წარმოება კი იტალიაში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ Armani Exchange ის მაღაზია, რომელიც პირველია კავკასიის რეგიონში, 30 ნოემბერს, გალერია თბილისში გაიხსნება.

[R]

როგორ აქცია „გალერია თბილისმა“ ავტობუსის ლოდინი სახალისო მუსიკალურ გამოცდილებად

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2017 – პროექტის საერთაშორისო მიზნები