in

Armani Junior — მოდური და თავისუფალი ბავშვობისთვის

უკვე ნახეთ ამ სეზონის მოდის სიახლეები Armani Junior-ისგან? თუ არა, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ Emporio Armani-ის მაღაზიას, რომელიც ორიოდ კვირის წინ გაიხსნა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე და თქვენი პატარებისთვის შეარჩიოთ ტრენდული სამოსი, ფეხსაცმელი და აქსესუარები 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან. 

ჯორჯო არმანის განმარტებით, ელეგანტურობა და დახვეწილი გემოვნება ადამიანს მშობელმა ჩვილობის ასაკიდან უნდა განუვითაროს. სწორედ ამიტომ, Emporio Armani-ის საბავშვო ხაზი Armani Junior გთავაზობთ მოდურ, მაღალი ხარისხის ბუნებრივ, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისაგან დამზადებულ ტანსაცმელსა და აქსესუარებს, რომლებიც გამოირჩევა არმანისთვის დამახასიათებელი ელეგანტური დიზაინითა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — კომფორტით, რასაც თქვენი შვილები ყველაზე მეტად დააფასებენ.

Armani Junior-ში წარმოდგენილია ტანსაცმელი ყველა ასაკის ბავშვებისთვის 0-დან 16 წლამდე — ახალშობილებისთვის, ჩვილებისთვის, მოზარდებისთვის და თინეიჯერებისთვისაც კი. Armani Junior-ის კოლექცია აერთიანებს კომფორტსა და სტილს, რაც საშუალებას აძლევს ბავშვებს თავისუფლად იმოძრაონ, ითამაშონ და ამავდროულად გაიპრანჭონ და იყვნენ მოდურები.

Armani Junior პრესტიჟული იტალიური მოდის სახლის, Giorgio Armani-ის ერთ-ერთი წარმატებული ხაზია, რომელიც 1975 წელს შეიქმნა მილანში და ექსკლუზიურად ბავშვთა მოდას ემსახურება. ჯორჯო არმანი ძალზე მკაცრია, როდესაც საქმე ეხება ბავშვთა ტანსაცმლის მორგებასა და კომფორტს, ამიტომ Armani Junior-ის დიზაინერების გუნდი ყოველთვის ზუსტად მიჰყვება ოსტატის მითითებებს და ქმნის Mini Me გარდერობს — იდენტური კოლექცია ბავშვებისა და მშობლებისთვის, რომელშიც მყისიერად ამოიცნობა  Armani-ის ურბანული და ელეგანტური ესთეტიკა.

საქართველოში Emporio Armani-ის პირველი მონობრენდული მაღაზია მაისში გაიხსნა. სამ სართულზე განთავსებულ სივრცეში, ქალისა და მამაკაცის უახლესი კოლექციების გარდა საბავშვო ხაზისთვის გამოყოფილი დამოუკიდებელი სივრცეც დაგხვდებათ.

თუ გსურთ, რომ თქვენი შვილი ყოველთვის მოდურად და ელეგანტურად გამოიყურებოდეს და ამასთანავე თავი კომფორტულად იგრძნოს — კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბავშვთა მოდის პოდიუმზე, სადაც ტრენდი და კომფორტი განუყოფელი ელემენტებია.

[R]

Zadig&Voltaire — პარიზი როკენროლის ელფერით

ნახეთ: გინესის რეკორდების სიას ჩვილი მხატვარი შეემატა