in

არნოლდ AI თუ შვარცენეგერი?

არნოლდ შვარცენეგერზე საუბრისას ბევრი პროფესიის დასახელება შეგვიძლია: ბოდიბილდერი, კინოვარსკვლავი, კალიფორნიის გუბერნატორი და ახლა უკვე „თვითდახმარების გურუ“. მიმდინარე თვეში მან წიგნიც კი გამოსცა, სახელწოდებით „იყავით სასარგებლო: შვიდი ინსტრუმენტი სიცოცხლისთვის“. სწორედ ამ უკანასკნელის რეკლამირებისთვის გამოიყენეს კრეატიულმა სააგენტო Orchard Creative-მა და გამომცემლობა Penguin Press-მა ხელოვნური ინტელექტი.

კამპანიის ფარგლებში, ორგანიზატორებმა AI ჯიხური მოაწყვეს — ვიზიტორებს უთხრეს, რომ ის არნოლდის ხმით ისაუბრებდა და რჩევებსაც მისცემდა. თემატურად, ძირითადი საკითხები მოტივაციის შენარჩუნებას, ქორწინების სირთულეებს, ბოდიბილდერობის კარიერას, ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევასა და მშობლობას უკავშირდებოდა. შვარცენეგერის ხმა კი თითოეულ კითხვას მისთვის დამახასიათებელი სერიოზულობით პასუხობდა.

და ზუსტად მაშინ, როცა „სიბრძნის მაძიებლები“ ჯიხურის დატოვებას აპირებდნენ, იგებდნენ, რომ ჯიხურში ხელოვნური ინტელექტი კი არა, ნამდვილი შვარცენეგერი იყო. „ამ ექსპერიმენტის მთავარი იდეა ისაა, რომ ადამიანური კავშირი მაინც ყველაზე დიდი ძალაა. არნოლდს სჯერა ადამიანების უსაზღვრო პოტენციალის და სურს, სხვებსაც დაეხმაროს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენაში“, — ამბობს ბარნი რობინსობი, Orchard-ის აღმასრულებელი დირექტორი.

იცი, როგორ გაიგო, რომელია Samsung-ის ოფიციალური პროდუქტი საქართველოში?

ChatGPT გამომწერებს უახლეს ინფორმაციაზე დაყრდნობით უპასუხებს