“I’ll Be Back!” – თქვა ერთხელ არნოლდ შვარცნეგერმა და შეასრულა. ტერმინატორისა ცნობილი როლის შემსრულებელი მსახიობი, შემდეგ კი აშშ-ის სენატორი ავტოსალონის კლიენტებს ტროლავს. შვარცნეგერი რეკლამაში ჰოვარდ კლეინერს თამაშობს – კაცს, რომელსაც ძალიან უყვარს ბენზინზე მომუშავე მძლავრი ავტომობილები და ვერ ხვდება ელექტრომობილების აზრს. თანაც, მის ჯიბრზე, ავტოსალონს სტუმრები სწორედ ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების ინტერესით სტუმრობენ. ჰოვარდიც დაუღალავად ცდილობს მათ საპირისპირო მოსაზრებაში დარწმუნებას: “წარმოიდგინე. მიდიხარ ბენზოგასამართ სადგურში და ავსებ ავზს ბენზინით. ეს აღაგზნებს”, “ხომ იცით, რომ პლანეტაზე მოსახლეობის სიჭარბეა? ბენზინის ძრავიანი მანქანები კი აბინძურებენ ჰაერს და ამგვარად გვიცავენ ზედმეტი გამრავლებისგან.” გაბრაზებული კლიენტები ითმენდნენ, თუმცა, ბოლოს მაინც მოითხოვდნენ მენეჯერის ჩარევას, რაზეც შვარცნეგერი ცნობილი ფრაზით პასუხობდა: “I’ll Be Back”…
https://www.youtube.com/watch?time_continue=19&v=rXodSqMpuUQ