არომაკო, როგორც ლიდერი ბრენდი, აქტიურად ნერგავს არომამარკეტინგს სხვადასხვა ინდუსტრიაში, მათ შორის სამედიცინო სექტორში და პარტნიორობს ისეთ წამყვან ბრენდებთან, როგორიცაა თოდუას კლინიკა.
ინტერვიუში თოდუას კლინიკის მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნატალია დარჩიაშვილი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, თუ რა შეცვალა არომატიზირებულმა სივრცემ მათ ყოველდღიურ სერვისში.

რა იყო თოდუას კლინიკის შექმნის მთავარი კონცეფცია და ხედვა დაარსების ეტაპზე?
თოდუას კლინიკის დაარსებისთანავე ბატონ ფრიდონ თოდუას ხედვა იყო, რომ კლინიკა განსხვავებული კონცეფციის სივრცე ყოფილიყო. მიზანი თავიდანვე იყო, რომ ვიზიტორებს არ ეგრძნოთ თავი ტრადიციულ, სტრესულ სამედიცინო გარემოში. პირიქით, გვინდოდა შეგვექმნა სივრცე, სადაც სიმშვიდე, კომფორტი და ემოციური უსაფრთხოება პირველივე წუთებიდან იგრძნობოდა.
ჩვენთვის პოზიტიურად ემოციური გარემო პაციენტის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. სამედიცინო მომსახურების ხარისხთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად მშვიდად, დაცულად და მყუდროდ გრძნობს თავს ადამიანი კლინიკაში ყოფნისას.
რატომ დაინტერესდით არომამარკეტინგის დანერგვით კლინიკის სივრცეში?
არაერთი საერთაშორისო კვლევა ადასტურებს, რომ არომა მარკეტინგი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. სწორედ აქედან გამომდინარე დავიწყეთ ფიქრი კლინიკის არომატიზაციაზე.
ინტერვიუ არომაკოს წარმომადგენელთან:
როგორია არომაკოს სამუშაო პროცესი პარტნიორ კომპანიებთან?
არომაკოსთვის თითოეული პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერ ბიზნესთან თანამშრომლობა ინდივიდუალური პროცესია. პირველივე შეხვედრაზე ჩვენი არომაექსპერტი დეტალურად უსმენს ბრენდის მოთხოვნებს, მოლოდინებს, კონცეფციასა და იმ ემოციურ გამოცდილებას, რომლის შექმნაც სურთ ვიზიტორებისთვის. ამის შემდეგ ვარჩევთ სურნელებს, რომლებიც კონკრეტულად ამ სექტორისა და სივრცის ფუნქციაზეა მორგებული.
კლინიკური გარემოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სურნელი იყოს დაბალანსებული და არადომინანტური, ისეთი, რომელიც ამშვიდებს და დამატებით არ ტვირთავს გარემოს. ამ პროცესში მუდმივად არის ჩართული ჩვენი მხარდაჭერის გუნდიც, რაც პარტნიორი კომპანიების უწყვეტ და კომფორტულ მომსახურებას უზრუნველყოფს.
პარალელურად, არომაკოს ტექნიკური გუნდი აქტიურად მონაწილეობს როგორც გეგმურ მონიტორინგში, ისე ნებისმიერ გადაუდებელ საკითხზე სწრაფ რეაგირებაში, რათა სისტემის გამართული მუშაობა მუდმივად იყოს უზრუნველყოფილი.
როგორ შეაფასებდით არომამარკეტინგის როლს თანამედროვე კლინიკურ სივრცეში?
დღეს ბიზნესებისთვის არომა მარკეტინგი აღარ წარმოადგენს დამატებით ბენეფიტს. სწორად შერჩეული სურნელი ქმნის ემოციურ ფონს, ამცირებს სტრესს და ხელს უწყობს სანდოობისა და ლოიალობის ჩამოყალიბებას სივრცის მიმართ. კლინიკური გარემოსთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აქ ემოციური კომფორტი პირდაპირ უკავშირდება პაციენტის გამოცდილებას.

როგორ აისახა სწორად შერჩეული სურნელი პაციენტების განწყობასა და ქცევაზე?
თოდუას კლინიკის წარმომადგენელი:
სურნელმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პაციენტების პირველი შთაბეჭდილება კლინიკაზე. გარემო ნაკლებად სტრესულად აღიქმება, ხოლო მოცდის დრო უფრო მშვიდად და შეუმჩნევლად გადის. პაციენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ კლინიკაში შემოსვლისთანავე თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ.
შეიძლება თუ არა ითქვას, რომ არომამარკეტინგს აქვს გავლენა ბიზნეშედეგებზე, მათ შორის გაყიდვებზე?
არომაკოს წარმომადგენელი:
დიახ, არაერთი საერთაშორისო კვლევა და პრაქტიკული გამოცდილება აჩვენებს, რომ არომატიზაცია პირდაპირ და არაპირდაპირ გავლენას ახდენს ბიზნეს შედეგებზე. სასიამოვნო სურნელი აუმჯობესებს მომხმარებლის განწყობას, ამცირებს სტრესს და ზრდის ნდობას სივრცის მიმართ. შედეგად, მომხმარებელი მეტ დროს ატარებს გარემოში, უფრო დადებითად აფასებს მომსახურებას და იზრდება როგორც.
[პარტნიორის კონტენტი]











